16:53 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-18 19:16:09, 657 ნახვა

საზოგადოება
ნარმანია ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ახალი რეფორმის ახალი ეტაპის პრეზენტაციას დაესწრო

თბილისის მერი დავით ნარმანია ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ახალი რეფორმის ახალი ეტაპის პრეზენტაციას დაესწრო. ამის შესახებ "ექსპრენიუსს" თბილისის მერიიდა აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმის განხორციელების გეგმა. პირველად საქართველოში შეიქმნა კანონი, რომელიც უზრუნველყოფს ეროვნულ სტანდარტების დამკვიდრებას ყველა სკოლამდელ დაწესებულებაში, ინკლუზიური, ადრეული და სკოლამდელი განათლებისთვის, რათა ყველა ბავშვს საქართველოში ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს ხარისხიანი, უფასო სკოლამდელი განათლება. 

დავით ნარმანიამ პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ 
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონი უზრუნველყოფს საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, ყველასთვის ხელმისაწვდომი, მაღალი ხარისხის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემის ჩამოყალიბებას.

„მყარი, ჯანსაღი და სწორი ადრეული განათლება არის საფუძველი იმისა, რომ მომავალი თაობა, ჩვენი ახალგაზრდები იყვნენ წარმატებულები, განათლებულები, მოტივირებულები. ჰქონდეთ მაღალანაზღაურებადი სამსახურები, იყვნენ კონკურენტუნარიანები და პროფესიონალები საკუთარ საქმეში. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია, რომ სწორად იქნეს შერჩეული ის მიდგომები, ის მეთოდები, რომლებსაც ადრეული და სკოლამდელი აღზრდა - განათლების საფეხურზე გამოვიყენებთ. მაღალი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი, გამჭვირვალე, ინკლუზიური, ანგარიშვალდებულების პრინციპზე დაფუძნებული ადრეული აღზრდისა და განათლების სისტემის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ჩვენი უმთავრესი ვალდებულებაა. სწორედ, ახალი ხედვა, რეფორმა და მკაფიო საკანონმდებლო ნორმები მოგვცემს შესაძლებლობას ეს გამოწვევა წარმატებით დავძლიოთ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.  

რეფორმა გაეროს ბავშვთა ფონდის (უნისეფის), განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სხვა სამინისტროების მხარდაჭერით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას, ასევე დეპუტატების, გედევან ფოფხაძის და ოთარ ჩრდილელის მიერ იყო ინიცირებული. პრეზენტაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში საშა გრაუმანი, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics