2016-07-18 17:22:31, 682 ნახვა
საზოგადოება
ყვარელი-თელავის ავტომაგისტრალზე მომხდარ ავარიას 50 წლამდე ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა
ყვარელი-თელავის ავტომაგისტრალზე მომხდარ ავარიას 50 წლამდე ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა, რამდენიმე მგზავი კი, მძიმედ დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულები ყვარლის რეფერალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
როგორც „ექსპრენიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით არის დაწყებული (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია).
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან