|
2016-07-18 15:34:26, 641 ნახვა
საზოგადოება
„ქართული ლუდის კომპანიის“ თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისათვის სისხლი ჩააბარეს
"გაიღე სისხლი -გადაარჩინე სიცოცხლე“ პროექტის ფარგლებში ს.ს. „ქართული ლუდის კომპანიის“ თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისათვის სისხლი ჩააბარეს. აქციას იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოსთან არსებული სისხლის ბანკი მართავს. პროექტის მიზანია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისათვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის აღმოფხვრა. საქველმოქმედო აქციაში სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო სტრუქტურები არიან ჩართულები. სამწუხაროდ ძალიან ბევრ ადამიანს ესაჭიროება სისხლის გადასხმა, მათ შორის მცირე წლოვან ბავშვებს. დონორთა მიერ გაღებული სისხლი ბევრ პაციენტისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ყოველწლიურად ლეიკემიის 40-მდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებში. პატარებს მკურნალობის პროცესში დიდი რაოდენობით სისხლის კომპონენტების გადასხმა ესაჭიროებათ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა. მთავარია ყველა ადამიანმა გაანალიზოს, რომ სისხლის ჩაბარებით შეუძლია სიცოცხლის გადარჩენა. "ლუდსახარში ,,ზედაზენი’’ უერთდება ამ კეთილშობილურ საქმეს. გვჯერა, რომ სიკეთე არის გადამდები და ჩვენ ერთად გადავარჩენთ მომავალს."-განაცხადა ს.ს. ,,ქართული ლუდის კომპანიის’’ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტმა ლევან შერმადინმა. ს.ს. ,,ქართული ლუდის კომპანიის’’ თანამშრომლები ერთხმად აღნიშნავენ რომ, მსგავს საქველმოქმედო აქციებში კომპანია მომავალშიც მიიღებს მონაწილეობას.
(NS)
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)