15 დეკემბრიდან 9 იანვრის ჩათვლით, პირადობის მოწმობები უფასოდ გაიცემა, ბიომეტრიული პასპორტი კი, 50 ლარი ეღირება
15 დეკემბრიდან 9 იანვრის ჩათვლით, პირადობის მოწმობები უფასოდ გაიცემა, საქართველოს მოქალაქის პასპორტი კი 100 ლარის ნაცვლად 50 ეღირება. ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.