14:11 - 30 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-18 14:49:43, 1135 ნახვა

საზოგადოება
შინდისი-ტაბახმელას გზაზე საკანალიზაციო კოლექტორის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

თბილისის მერი დავით ნარმანია,მის მოადგილესთან ლაშა აბაშიძესთან, მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსთან გივი კუბლაშვილთან და კრწანისის რაიონის გამგებელთან გიორგი კოპალეიშვილთან ერთად,შინდისი-ტაბახმელას გზაზე საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

პროექტი კრწანისის რაიონში, გორგასლის გამზირიდან სოფელ შინდისამდე ამორტიზებული საკანალიზაციო კოლექტორისრეაბილიტაცია-რეკონსტრუქციასითვალისწინებს. კოლექტორის მთლიანი სიგრძე  5 კილომეტრია.

თბილისის მერის თქმით,აღნიშნული კოლექტორი წლების განმავლობაში  ამორტიზებული იყო,  აბინძურებდა გარემოს და ჩაედინებოდა კრწანისის წყალსაცავში, რამაც  რეაბილიტაციის აუცილებლობა განაპირობა.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი,რომელიც თბილისის შემოერთებულ დასახლებებს საკანალიზაციო ქსელით უზრუნველყოფს და კრწანისი მთავარ საკანალიზაციო ქსელს შეუერთდება. ამ ტერიტორიაზე წლების განმავლობაში არ იყო საკანალიზაციო სისტემა, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. საკანალიზაციო კოლექტორის რეაბილიტაცია იმ მხრივაც მნიშვნელოვანია, რომ ეს დასახლება საკმაოდ ინტენსიურად ვითარდება და მომავალში განაშენიანების პერსპექტივაზეც არის გათვლილი,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

(NS)

 

საკანალიზაციოკოლექტორისსარეაბილიტაციოსამუშაოებს, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია  შპს „ენსისი“ ასრულებს.

სამუშაოები 2016 წლის 3 ოქტომბერს  დაიწყო და მიმდინარე წლის მარტში დასრულდება.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - არ შეიძლება სერიოზული კომენტარები ვაკეთოთ ბატონი გვარამიას განცხადებებზე, ეს არის ისტერიული მცდელობა, რომ საკუთარი ცოდვები გადაფარონ
კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე - არის მარტივი, მშრალი პოლიტიკური განცხადებები, თუმცა ვერაფერს უპირისპირებენ იმ დასაბუთებულ სარჩელს
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ვაშლიჯვარში კლდე ცამოიშალა და სახლი მოიყოლა- ერთი ადამიანი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics