|
2017-01-18 16:21:02, 946 ნახვა
საზოგადოება
მტაცებელი ცხოველების მონადირებაზე შესაძლოა, სანქციები აღარ გავრცელდეს
მტაცებელი ცხოველების მონადირებაზე შესაძლოა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციები აღარ გავრცელდეს. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში დღეს გამართულ შეხვედრაზე მოქალაქე გიორგი ლაბაძის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო წინადადების შესახებ იმსჯელეს, რომელიც მომრავლებულ მტაცებელ ცხოველებთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარების მიზნით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანას ითვალისწინებს. გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ზაზა ხუციშვილის განცხადებით, პრობლემა რომ საყოველთაოა, ამას ბოლო დროის მონაცემებით, საქართველოში მტაცებელი ცხოველების მომრავლება და მოქალაქეებსა და შინაურ ცხოველებზე მათი მხრიდან თავდასხმების გახშირებული ფაქტებიც მეტყველებს. ხუციშვილის თქმით, მგლების რაოდენობის ზრდას, 1995 წლიდან მათზე ნადირობის აკრძალვამაც შეუწყო ხელი. მისი განმარტებით, გარკვეული მცდელობების მიუხედავად, დღემდე ვერ მოხერხდა ისეთი რეგულაციების დაწესება, რომელიც ამ პრობლემას მოაგვარებდა. ზაზა ხუციშვილმა შეკრებილ საზოგადოებას ევროპის ქვეყნებში არსებული მდგომარეობის და იქ დანერგილი პრაქტიკის შესახებ ინფორმაცია გააცნო და იმედი გამოთქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მათი გამოყენება საქართველოშიცგახდება შესაძლებელი. მტაცებელი ცხოველების პრობლემას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროშიც აღიარებენ და მიიჩნევენ, რომ პრობლემას სისტემურად უნდა მიუდგნენ. როგორც სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსმა კარლო ამირგულაშვილმა განაცხადა, დღეს, ფაქტობრივად, ადგილი აქვს სეზონური პრობლემის ლოკალურად მოგვარებას, რითაც საკითხის მთლიანობაში გადაწყვეტა ვერ ხდება და საჭიროა საკითხისადმი კომპლექსური მიდგომა. მისი ინფორმაციით, მგლების თავდასხმის თაობაზე თითქმის ყველა მუნიციპალიტეტიდან ყოველ კვირას იღებენ წერილს და მგლების ამოღებაზე ნებართვებსაც გასცემენ, მაგრამ ეს დროში ერთობ გაჭიანურებული პროცესია და საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება. მისივე თქმით, არის სხვა სერიოზული პრობლემებიც, რის გამო გახშირებულია მგლების თავდასხმებიც. მათ შორის, უშუალოდ სოფლის სიახლოვეს გაჩენილი ნაგავსაყრელები, ხშირ შემთხვევაში საძოვარზე უპატრონოდ გაშვებული პირუტყვი, სათანადოდ დაუცავი სადგომები. ამირგულაშვილის განმარტებით, პრობლემის მოგვარებას ხელს პროფესიონალ მონადირეთა კადრების უქონლობაც უშლის ხელს. სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, ასევე, ჩასატარებელია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების კამპანიაც. შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ პარლამენტი და სამინისტრო პრობლემის დარეგულირების გზებზე შეჯერდებიან, რომლებიც კანონმდებლობაში აისახება.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)