გიორგი გახარია უსინათლოთა და სუსტი მხედველობის მქონე პირთათვის განკუთვნილი საინფორმაციო ცენტრის გახსნას დაესწრო
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქალაქში იხსნება პირველი დაწესებულება, რომელიც უნდა გახდეს მიზიდულობის წერტილი უსინათლო და სუსტი მხედველობის მქონე ადამიანებისთვის, რომლებიც, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქეები, შეძლებენ ინფორმაციასთან წვდომას“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თბილისში, მირზა გელოვანის სახელობის ბიბლიოთეკაში ინტერნეტსერვის ცენტრის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.