6 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებზე მომუშავე ქართველ ექსპერტებსა და მედიის წარმომადგენლებ შეხვდება.
კამპანია „ეს შენ გეხება“ ე.წ. მოსმენების კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს გაასაჩივრებს.
"ცენტრ პოინტის" საქმის თეთრი მაგნოლიას ეპიზოდზე სასამართლო პროცესი დღეს გაგრძელდება.
თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს.
გიორგი მარგველაშვილი ქუთაისის ა.წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ,,კონსტიტუცია ყველასია" კამპანიის ფარგლებში სტუდენტებს შეხვდება და საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით სტუდენტების მოსაზრებებს მოისმენს.
პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, 85 ხმით, ერთხმად მიიღო საქართველოს კანონის პროექტი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
სს „საქართველოს რკინიგზასა“ და სარაგბო კლუბ „ლოკომოტივის" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიხედვითაც კომპანია სარაგბო გუნდის სპონსორი გახდება.
აპრილის ბოლოს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დასრულებული დოკუმენტი უნდა განიხილოს, რომელიც კონკურსში გამარჯვებული ორგანიზაციას „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ არის მომზადებული.
დედაქალაქის მასშტაბით 10 ყველაზე დატვირთულ ადგილას მრავალსართულიანი პარკინგები აშენდება.
ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა და „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტმა საქართველოს მთავარ პროკურატურაში განცხადება შეიტანეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ოს თანამემამულეებს მიმართავენ.
გარემოვაწრეები თბილისის მერიასთან საპროტესტო აქციას მართავენ.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More