2017-05-09 10:42:31, 1851 ნახვა
საზოგადოება
ვაკის პარკში „ღამის მგლების“ წევრს მოქალაქემ მაისური აჩუქა, წარწერით - „საქართველო“
ვაკის პარკში რუსული ბაიკერ-კლუბის, „ღამის მგლების“ წევრი მივიდა.
ამის შესახებ „ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება.
ბაიკერმა უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო.
აღსანიშნავია, რომ მას არც ე.წ. გეორგიევსკის ლენტი და არც რუსეთის დროშა არ ჰქონდა.
ამასთან, მოქალაქემ ბაიკერს მაისური აჩუქა წარწერით - „საქართველო“.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან