02:10 - 02 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-08 19:25:53, 1999 ნახვა

საზოგადოება
„მოყვარულთა თასი 2017“ - უჩვეულო მეხუთე ტური

6 – 7  მაისს, „მოყვარულთა თასი 2017“-ის ფარგლებში, თბილისის ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრები გაიმართა. უმაღლესი ლიგის ორი შეხვედრა უჩვეულოდ უხვგოლიანი გამოდგა.  „ბასკი“ მეორეადგილოსან „უქიმერიონთან“ 0:11 დამარცხდა, ხოლო „35-ე თბილისი“ „ვაზის უბანთან“ 3:10. ცენტრალურ შეხვედრაში კი „ნახალოვკა“ „დიდუბეს“ 1:1 დაუზავდა.

ტურის საუკეთესო ფეხბურთელი „ვაზის უბნის“ შემტევი თორნიკე ქართლელიშვილი გახდა, რომელმაც „35 -ე თბილისთან“  6 გოლით გამოიჩინა თავი.

 პირველ  ლიგაში დაძაბულ შეხვედრებში იმარჯვეს ლიდერებმა:

„თ.ს. სასამართლომ“ „ინტექსთან“ 9:0 , ხოლო “დადიანმა“ „არისტოკრატებთან“ 4:1. პირველი ქულები დაკარგეს „ქომაგებმა“, რომლებმაც „ტც მილანთან“ ბოლო წამზე გაშვებული გოლით 1:1 დაასრულეს შეხვედრა.  

საინტერესო და დაძაბული გამოდგა „პლატინუმი“ – „ბასიანის“ შეხვედრა, რომელშიც „პლატინუმმა“ 7:4 იმარჯვა.

ტურის გამორჩეული ფეხბურთელი „პლატინუმის“ ნახევარმცველი ემანუელ იაგერი გახდა, რომელიც ბასიანთან შეხვედრაში 5 გოლით გამოირჩა.

თბილისის ლიგის მხარდამჭერია - ქალაქ თბილისის მერია.

ლიგის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან:

ტელეკომპანიები: „აჭარა“ და  „თრიალეთი“.  ინტერნეტ პორტალები: “Sportstar.ge”, „მსოფლიო სპორტი“, „Goal.ge“, “1news.ge”, “epn.ge”, “ავტორადიო” და რადიო „ჯაკო“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics