|
2017-05-09 10:44:35, 1557 ნახვა
საზოგადოება
გიორგი მღებრიშვილმა პარლამენტარებს შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრში უმასპინძლა
შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრს საქართველოს პარლამენტის წევრები ესტუმრნენ. საკანონმდებლო ორგანოს იურიდიული კომიტეტის წევრებს შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა უმასპინძლა და მაღალტექნოლოგიური, მულტიფუნქციური ერთობლივი ოპერაციების ცენტრი დაათვალიერებინა. „ერთობლივი ოპერაციების ცენტრი შსს-ს ცენტრალიზებულ ტექნოლოგიურ ჰაბს წარმოადგენს. მსგავსი მაღალტექნოლოგიური ცენტრი მხოლოდ რამდენიმე განვითარებულ ქვეყანაში არსებობს. მოგეხსენებათ, ავტოსაგზაო შემთხვევები თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ერთობლივი ოპერაციების ცენტრი ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციის, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამოვლენისა და დროულად აღკვეთის საქმეში აპრობირებული და ყველაზე თანამედროვე მიდგომაა. შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრი, ასევე, უზრუნველყოფს საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობის, დანაშაულზე ოპერატიულად რეაგირების და გამოძიების ხარისხის გაზრდას“ , - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელები დეპუტატებს ცენტრის შექმნის მიზანზე, დანიშნულებაზე, ფუნქციებსა და სამომავლო გეგმებზე დეტალურად ესაუბრნენ. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ერთობლივი ოპერაციების ცენტრი ამჟამად რამდენიმე პროექტზე მუშაობს. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია პროექტი - „უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა“, რომელიც მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ვიდეომონიტორინგის სისტემის შექმნას და საპოლიციო საქმიანობაში თანამედროვე ტექნოლოგიების უფრო მეტად გამოყენებას გულისხმობს. პარლამენტარები საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიმართულებით დანერგილ ინოვაციურ, ტექნოლოგიურ სიახლეებსაც გაეცნენ, რომლებიც გზებზე სატრანსპორტო მოძრაობის რეგულაციის, ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციის და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებზე ოპერატიული რეაგირების საშუალებას იძლევა. შეხვედრის დასასრულს, პარლამენტის წევრებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში დამზადებული სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
(NS)
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)