11:06 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
ქუმსიშვილი: სავალუტო ფონდი რეფორმების განხორციელების პროცესში საქართველოს მხარდაჭერას გააძლიერებს

„საერთაშორისო სავალუტო ფონდი რეფორმების განხორციელების პროცესში საქართველოს მხარდაჭერას გააძლიერებს", - განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის განმკარგულებელი დირექტორის მოადგილესთან, ტაო ჟანგთან (Tao Zhang) შეხვედრის შემდეგ.

თიბისი ბანკმა ახალი ლოიალობის პროგრამა „ერთგული" შექმნა

თიბისი ბანკმა ახალი ლოიალობის პროგრამა და პლასტიკური ბარათი - „ერთგული" შექმნა. პირველად საქართველოში, „ერთგული" მომხმარებელს განვადების უმარტივეს გზას და დამატებით, ლოიალობის ქულებს სთავაზობს.  

დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონის დირექტორს შეხვდა
დიმიტრი ქუმსიშვილი EBRD-ის მმართველ დირექტორს შეხვდა
დიმიტრი ქუმსიშვილი და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელს შეხვდა
დიმიტრი ქუმსიშვილი: საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია ლარიზაციის სამთავრობო გეგმას მხარს უჭერს

„საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი ჩარჩო ხელშეკრულების ფარგლებში, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) გააძლიერებს ისეთი მიმართულებების დაფინანსებას, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, ტურიზმი, საფინანსო სექტორი", - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა  მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა IFC-ის ვიცე-პრეზიდენტთან, დიმიტრის ციცირაგოსთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო საინვესტიციო ბანკის, „ჯეიპი მორგანის“ მმართველ დირექტორს შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით ყოფნისას, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო საინვესტიციო ბანკის, „ჯეიპი მორგანის" მმართველ დირექტორს, შტეფან ვაილერს შეხვდა.

დიმიტრი ქუმსიშვილი ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ვაზილ ჰუდაკის შეხვდა.

ივლისში, ევროპის საინვესტიციო ბანკთან 250 მილიონიან ხელშეკრულებას მოეწერება ხელი

 „საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის სივრცითი განვითარების კომპონენტის მხარდასაჭერად, ევროპის საინვესტიციო ბანკთან 2017 წლის ივლისში, ახალ 250 მილიონიან ხელშეკრულებას მოეწერება ხელი. აღნიშნული ინვესტიციები მიმართული იქნება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობაზე“, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ვაზილ ჰუდაკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

დიმიტრი ქუმსიშვილი IFC-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC)  ვიცე-პრეზიდენტს, დიმიტრის ციცარაგოსს შეხვდა.

დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს, ენტონი დე ლანოის შეხვდა

საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები და მიმდინარე რეფორმები განიხილეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ენტონი დე ლანოიმ, რომელიც ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში გაიმართა.

ჩარლი ბერმანი: საქართველოს მთავრობამ პოზიტიური ნაბიჯები გადადგა, რამაც საშუალება მისცა მყარი პოზიცია დაემკვიდრებინა საინვესტიციო საზოგადოებას შორის

„საქართველოს მთავრობამ ძალიან ბევრი პოზიტიური ნაბიჯი  გადადგა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, რამაც თქვენს ქვეყანას საშუალება მისცა დაემკვიდრებინა მყარი პოზიცია საერთაშორისო საინვესტიციო საზოგადოებას შორის", - ამის შესახებ საფინანსო ჯგუფ „ბარკლეის" (Barclays) ევროპის, ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და აზია-ოკეანის რეგიონის ერთ-ერთი მიმართულების ხელმძღვანელმა, ჩარლი ბერმანმა პირველ ვიცე-პრემიერთან, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები“ საქართველოში ოპერირებას ახალი მიმართულებიდან იწყებს

მიმდინარე წლის ზაფხულის სეზონზე, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში რეგულარული საჰაერო მიმოსვლა უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიედან განხორციელდება.
 

„მ-100“ მარკის მაზუთი ელექტრონული აუქციონით იყიდება

სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სარეალიზაციოდ, ელექტრონულ აუქციონზე (www.eauction.ge), წარმოდგენილი აქვს ,,მ-100'' მარკის 50 027 583 კგ. მაზუთი. ქონება ინტერნეტ აუქციონზე ცხადდება 3 აუქციონად. აუქციონების - 2017 წლის 4 მაისს დასრულდება.
 

დევ იაგადესანი: OPIC-მა საქართველოში ოპერაციათა მოცულობა გააორმაგა - პროექტის განხორციელებას ველოთ

OPIC-მა საქართველოში ოპერაციათა მოცულობა გააორმაგა , შესაბამისად, ჩვენ პროექტების განხორციელებას თქვენს ქვეყნაში აქტიურად ველით, - ამის შესახებ   ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის საზღვარგარეთის კერძო ინვესტიციების კორპორაციის  პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელისა და აღმასრულებელი დირექტორის, დევ იაგადესანის (Dev Jagadesan) წერილშია აღნიშნული. 

ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა

ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა, ევროსთან მიმართებაში კი მცირედით გამყარდა.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics