14:10 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-19 16:25:00, 2411 ნახვა

ეკონომიკა
ნინო ჯავახაძე აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენლის თანაშემწეს ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებში დენ მალენის შეხვდა

ეკონომიკისა  და  მდგრადი განვითარების  მინისტრის  მოადგილე  ნინო  ჯავახაძე  აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენლის თანაშემწეს ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებში დენ მალენის შეხვდა. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ტექნოპარკში გამართულ შეხვედრაზე, ნინო ჯავახაძემ  მალენს დეტალურად გააცნო ქვეყანაში კერძო სექტორის განვითარების,  მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდასაჭერად განხორციელებული ღონისძიებები. 

ჯავახაძემ მალენს ასევე ის სერვისები გააცნო, რომელსაც  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სამეწარმეო საქმიანობით  დაინტერესებულ ადამიანებს სთავაზობს.

„დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ არსებული საინვესტიციო გარემო და  შესაძლებლობები, რომელსაც მთავრობა კერძო სექტორს სთავაზობს. კერძოდ,  საუბარი  შეეხო  „აწარმოე საქართველოს“ მიერ განხორციელებულ პროგრამებს და იმ სერვისებს, რომელიც საქართველოში კომპანიების ინოვაციური საქმიანობის წახალისების კუთხით  ხორციელდება,“ - განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის გიორგი ზვიადაძის  ინფორმაციით,  სააგენტო  ყველაფერს  აკეთებს, რათა  დამწყებმა  მეწარმეებმა ინფორმაცია  მსოფლიოში ცნობილი ექსპერტებისგან პირადად მიიღონ. 

„ჩვენი სურვილია, რომ   ქართველმა სტარტაპერებმა გაიკვლიონ გზა ამერიკისკენ. კონსულტანტებისა და მენტორების დახმარებით ამის მიღწევა  მით უფრო შესაძლებელი გახდება, რაც უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლებთ მათთან",-განაცხადა ზვიადაძემ. 

ცნობისთვის, დენ მალენი აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენლის თანაშემწეა ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში  ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენლის  ბრიუსელის ოფისში. 
ის ამუშავებს, კოორდინაციას უწევს და ახორციელებს აშშ-ის სავაჭრო პოლიტიკას ევროკავშირის და ევროპის სხვა სავაჭრო პარტნიორების, ევრაზიის, ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის მიმართულებით.

 შეხვედრაში „აწარმოე საქართველოს“ დირექტორი მარიანა მორგოშია და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი ზვიადაძე მონაწილეობდნენ. 

(NS) 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილი: სპონტანური საპროტესტო აქციები რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა
ენმ-ის თავმჯდომარე: ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება სააკაშვილის ინიციატივით იქნა მიღებული
კობახიძე - მდინარაძეს ექნება გამორჩეული როლი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics