|
2017-07-20 14:42:21, 2488 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი სლოვაკეთის დელეგაციას შეხვდა
პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სლოვაკეთის ელჩს საქართველოში რუდოლფ მიხალკასა და სლოვაკეთის დელეგაციას შეხვდა, რომლის შემადგენლობაშიც სლოვაკეთის ექსიმ ბანკის გენერალური დირექტორი დუშან კეკეტი შედიოდა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა საქართველო და სლოვაკეთის წარმატებული თანამშრომლობის მრავალწლიანი ისტორია. სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე აგრეთვე საუბარი ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის დიდ პოტენციალზე წარიმართა , რომელიც ქვეყნებს შორის არსებობს, მათ შორის, ვაჭრობის, ტურიზმისა და სლოვაკეთის მიერ ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით. სლოვაკურმა მხარემ სრული მზადყოფნა გამოხატა კონკრეტული საინვესტიციო პროექტების მხარდაჭერის მხრივ, რომელიც საქართველოში შესაძლებელია განხორციელდეს სლოვაკეთის მთავრობისა და ექსიმ ბანკის მხარდაჭერით. შეხვედრის დასასრულს, კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ მხარეები ხელს შეუწყობენ ისეთი ინიციატივების მხარდაჭერას, რომელიც გაზრდის და განავითარებს თანამშრომლობას საქართველოსა და სლოვაკეთს შორის. შეხვედრას ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და სლოვაკეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი ნოდარ გიორგაძე დაესწრნენ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ „პატრიოტის“რამდენიმე რაკეტა მიიღო
რუსეთმა მოლდოვასთან სასაზღვრო კიდევ ერთ პუნქტი დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)