14:10 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-19 15:47:03, 2431 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საბაჟო ადმინისტრაციათა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საბაჟო ადმინისტრაციათა უმაღლესი დონის პირველი სამმხრივი შეხვედრა დეკლარაციის მიღებით დასრულდა, რომელშიც მხარეები საბაჟო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების ძირითად მიმართულებებზე შეთანხმდნენ.

საქართველოს დელეგაციას სამმხრივ შეხვედრაზე პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ხელმძღვანელობდა, რომელმაც თავის გამოსვლაში აზერბაიჯანისა და თურქეთის წარმომადგენლებს გააცნო საქართველოს ხელისუფლების ხედვა რეგიონში საბაჟო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებთან დაკავშირებით.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, დიმიტრი ქუმსიშვილმა მოუწოდა კოლეგებს საბაჟო ურთიერთქმედების ღრმა და ყოვლისმომცველი სისტემის შექმნისკენ. მან ხაზი გაუსვა ახლახან განხორციელებულ მოდერნიზაციისკენ მიმართულ ქმედებებს, მიმდინარე ორმხრივი პროექტების მნიშვნელობას ახალი რეგიონული ინიციატივების ჩამოყალიბების მიზნით.

პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა თურქეთის პრეზიდენტს რეჯეპ ტაიპ ერდოღანს პეკინში „სარტყლისა და გზის ფორუმზე" გამოსვლისას, საქართველოს და აზერბაიჯანის, ევროპა-აზიის შემაერთებელი შუა სატრანზიტო დერეფნის სტატუსით მოხსენიებისთვის, ასევე აზერბაიჯანის პრეზიდენტს - ორმხრივი და რეგიონული ინიციატივების მხარდაჭერისთვის.

თავის გამოსვლაში, პირველმა ვიცე-პრემიერმა ისაუბრა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზასა და იმ მოლოდინებზე, რომელიც მის მიმართ არსებობს. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, განხორციელდა არაერთი საცდელი პროექტი, რომელმაც დაადასტურა, რომ აზია-ევროპის შემაერთებელი უმოკლესი სარკინიგზო მაგისტრალი გადის ჩვენი ქვეყნების ტერიტორიის გავლით.

ფინანსთა მინისტრმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ საფუძველი ჩაეყრება სამმხრივი თანამშრომლობის პლატფორმას, რომელიც სამივე ქვეყნის ტერიტორიაზე გამავალი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სატრანზიტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ზრდის კატალიზატორი იქნება.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილი: სპონტანური საპროტესტო აქციები რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა
ენმ-ის თავმჯდომარე: ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება სააკაშვილის ინიციატივით იქნა მიღებული
კობახიძე - მდინარაძეს ექნება გამორჩეული როლი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics