|
2017-07-20 12:24:25, 2389 ნახვა
ეკონომიკა
6 თვეში აჭარას 583 340 ტურისტი ეწვია
ივნისში, აჭარაში ტურისტულად მიმზიდველ ადგილებში ვიზიტორების განსაკუთრებული მატებაა. აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმის ბოტანიკური ბაღი პირველია იმ ტურისტულ ადგილებს შორის, რომელსაც ივნისში ყველაზე მეტი 33 891 ვიზიტორი სტუმრობდა, რაც 31%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს. „ბოტანიკური ბაღის სტუმრების რაოდენობა გაზრდილია 6 თვის მონაცემებითაც. 2017 წლის, იანვარ-ივნისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ბაღში 6%-ით მეტი, 75 660 ვიზიტორი იმყოფებოდა. ბოტანიკური ბაღი ბათუმიდან 9 კილომეტრში მდებარეობს და საუკეთესო საშუალებაა მსოფლიოს თითქმის ყველა კონტინენტისთვის დამახასიათებელ მცენარეებში დასვენება-სეირნობისთვის“, - აცხადებენ ტურიზმის დეპარტამენტში. მათივე ცნობით ,ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია ბათუმის დელფინარიუმშიც, რომელსაც ივნისში 19 586 ადამიანი სტუმრობდა. „ივნისის მონაცემები 38%-ით (5 342 ადამიანი) აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს. რაც შეეხება 6 თვის მონაცემებს, იანვარ-ივნისში დელფინების შოუსა და ზოგადად, დელფინარიუმს 44%-ით მეტი, 31 778 ადამიანი სტუმრობდა. აღსანიშნავია, რომ დელფინების შოუ ივნისში ყოველდღიურად (ორშაბათის გარდა) დღეში ორჯერ იმართებოდა, ივლისსა და აგვისტოში კი დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე მესამე შოუც დაემატა. ივნისში, 19-ით მეტი ვიზიტორი სტუმრობდა გონიო აფსაროსის ციხესაც, რომელიც რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კულტურულ-ისტორიულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. 2017 წლის, ივნისში ციხე-მუზეუმში არსებულ კულტურულ მემკვიდრეობას 10 691 ვიზიტორი გაეცნო. რაც შეეხება 6 თვის მონაცემებს, ის 3%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს და 19 881 ადამიანს შეადგენს. სტუმრების რაოდენობა გაზრდილია მტირალას ეროვნულ პარკშიც, რომელიც აჭარაში არსებული ეროვნული პარკებიდან უცხოელ ტურისტებს შორის ყველაზე მეტი პოპულარობით სარგებლობს. 2017 წლის, ივნისში ეროვნულ პარკს 30%-ით მეტი, 6 283 ვიზიტორი სტუმრობდა. ექვსი თვის მონაცემები კი 14 021 ადამიანს შეადგენს, რაც 63%-ით აღემატება 2016 წლის ანალოგიურ პერიოდს. პარკი ვიზიტორებს გარდა ულამაზეს ბუნებაში მოგზაურობისა, ზიპლაინის სერვისსა და საკემპინგე მომსახურებას სთავაზობს. აჭარაში ყველაზე მეტმა ვიზიტორმა საბაგიროს მომსახურებით ისარგებლა. ივნისში, ბათუმისთვის მთიდან გადმოხედვის მსურველთა რიცხვი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 61%-ით გაიზარდა და მათმა რაოდენობამ 37 211 ადამიანი შეადგინა. გაზრდილია 6 თვის მონაცემებიც. 2017 წლის, იანვარ-ივნისში ბათუმის საბაგიროთი 86 373 ვიზიტორმა ისარგებლა, რაც 12%-ით აღემატება 2016 წლის მონაცემებს. ჯამში, 2017 წლის 6 თვეში აჭარას, ყველა ადმინისტრაციული საზღვრის გავლით 583 340 ვიზიტორი სტუმრობდა“, - ნათქვამია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის განცხადებაში.
(NS)
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილი: სპონტანური საპროტესტო აქციები რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა
ენმ-ის თავმჯდომარე: ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება სააკაშვილის ინიციატივით იქნა მიღებული
კობახიძე - მდინარაძეს ექნება გამორჩეული როლი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)