პრემიერი ნავთობპროდუქტების ბაზარზე შუამავალი კომპანიების მიერ კონკურენციის კანონის დარღვევაზე საუბრობს
ნავთობიმპორტიორი კომპანიების ფაქტობრივი საოპერაციო ხარჯები არ გაზრდილა, შემცირდა საერთაშორისო ბაზრებზე შეძენილი ნავთობპროდუქტების ფასი, მაგრამ სამწუხაროდ გაუგებარი რჩება, ამ ფასთა სხვაობის ეფექტით რატომ ვერ ისარგებლა ადგილობრივმა მომხმარებელმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.