14:01 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-06 13:52:18, 587 ნახვა

ეკონომიკა
ნოდარ ხადური: თბილისი ევროპული და არამარტო ევროპული ბიზნესის ყურადღების ცენტრში იქნება

„თბილისი ევროპული და არამარტო ევროპული ბიზნესის ყურადღების ცეტრში იქნება“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა საქართველოში დაგეგმილი EBRD-ის  ყოველწლიური შეხვედრის შესახებ განაცხადა.
ხადურის განცხადებით, ღონისძიებისათვის მოსამზადებელი სამუშაოები გრაფიკის წინსწრებით მიმდინარეობს.
„ჩვენ შევაჯამეთ ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობა იმ ადგილზე, სადაც ერთ კვირაში ძალიან მნიშვნელოვანი ბიზნესფორუმი დაიწყება და თბილისი გახდება ევროპული და არამარტო ევროპული ბიზნესის ყურადღების ცეტრში. მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველა ღონისძიება გრაფიკის წინსწრებით მიმდინარეობს. ძალიან ბევრ ღირსეულ სტუმარს ველოდებით, ვისაც კონკრეტული წინადადებები აქვთ საქართველოსთან მიმართებაში. ბიზნესმენები, საფინანსო ორგანიზაციები, ბანკები, მთავრობები საქართველოში ჩამოვლენ და ისინი მოწოდებულნი არიან, რომ ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციები განახორციელონ და ხელი შეუწყონ ბიზნესმენებს იმისათვის, რომ ყველა ის შესაძლებლობა გამოიყენონ, რაც საქართველოს გააჩნია. საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ყველაფერმა მაღალ დონეზე ჩაიროს და რეალური შედეგები დადგეს - ეს ინვესიტიციებია“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
შეგახსენებთ, EBRD-ის  ყოველწლიური შეხვდრის საორგანიზაციო სამუშაოები პარლამენტისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ტერიტორიაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა მთავრობის წევრებთან ერთად დაათვალიერეს. EBRD-ის  ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ორგანიზების უზრუნველმყოფი სამთავრობო კომისიის ხელმძღვანელმა, ფინანსთა  მინისტრმა ნოდარ  ხადურმა მათ  გაწეული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ღონისძიებისათვის პარლამენტის ეზოში ოთხი დროებითი ნაგებობა აშენდა, სადაც მედიაცენტრი, ბრიფინგების ოთახი და საკონფერენციო დარბაზები განთავსდება. სამუშაოები ჩატარდა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეშიც. ამასთან, EBRD-ის  ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ორგანიზების უზრუნველმყოფი სამთავრობო კომისიის სხდომა მოსწავლე- ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics