ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო ლიტვის განვითარების სფეროში პრიორიტეტული ქვეყნების რიცხვშია
„ლიტვისა და საქართველოს მიერ ერთობლივი პროექტების განხორციელება, ახალი ბაზრების ათვისებას ხელს შეუწყობს“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ლიტვის პრემიერთან ალგირდას ბუტკევიჩიუსთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.