მაკა ასათიანი ბაჩო კიკაბაძეს ახალი ტელევიზიის ფუნქციონირებისათვის ტელეკომპანიის შენობას გადასცემს
ტელეკომპანია "მაესტროს" ერთ-ერთი მფლობელი მაკა ასათიანი ტელეარხ "მაესტრო 24"-ის მაუწყებლობის დაწყების გადაწყვეტილებას მიესალმება. ასათიანი ამბობს, რომ ის მზადაა ყველაფერი გააკეთოს მაესტროს გადასარჩენად და თანახმაა შენობა, საიდანაც მაესტრო მაუწყებლობს იმ ტელევიზიას გადასცეს, რომელზეც ბაჩო კიკაბიძე საუბრობდა.