უსუფაშვილი: დააწესეთ მილიონი იმ პირებისთვის, ვინც გამოძიებას დამნაშავემდე მიიყვანს
„შეშფოთება, აღშფოთება და გამოძიების დაწყება აღარ არის ადეკვატური რეაგირება ისეთი გადაგვარებული ადამიანების წინააღმდეგ, ვინც შექმნა, ვინც დაამონტაჟა, ვისაც დასაწყობებული აქვს და ვინც საზოგადოებას მიზანმიმართულად წამლავს ამგვარი მასალების გამოქვეყნებით“, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პირადი ცხოვრების ამსხაველი კადრების გავრცელებას.