2016-06-03 14:51:00, 1095 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერმა თამარ სანიკიძე თანამდებობიდან გადააყენა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე თანამდებობიდან გადააყენა.
ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
სანიკიძის შემცვლელად პრემიერმა ალექსანდრე ჯეჯელავას კანდიდატურა წარადგინა.
კვირიკაშვილის განცხადებითვე, თამარ სანიკიძე "ქართული ოცნების" გუნდიდან შორს არ მიდის და მისი ახალი თანამდებობა უახლოეს მომავალში გაირკვევა.
"დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ქალბატონ თამარ სანიკიძეს. უახლოეს მომავალში გვექნება საუბარი მის ახალ მანდატზე",- აღნიშნა პრემიერმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან