2016-06-03 14:39:46, 612 ნახვა
პოლიტიკა
„თავისუფალი დემოკრატები“ პრეზიდენტის მიერ წარდგენილ შენიშვნებს არ გაიზიარებს
ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატები“ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონთან მიმართებაში პრეზიდენტის მიერ წარდგენილ შენიშვნების გაზიარებას არ აპირებს.
როგორც „თავისუფელი დემოკრატების“ წევრმა შალვა შავგულიძემ აღნიშნა, პრეზიდენტის შენიშვნების გათვალისწინება კარგია, თუ რა თქმა უნდა საქმე არ ზიანდება.
„გარკვეულ საკითხებში, პრეზიდენტის შენიშვნები ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს სრულად არ ასახავს. ამიტომ, ამ შენიშვნებს ვერ გავიზიარებთ“, - განაცხადა შავგულიძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან