|
2016-06-04 11:06:53, 654 ნახვა
პოლიტიკა
სებასტიან კურცი საქართველოს ეწვევა
ეუთოში ავსტრიის თავმჯდომარეობის პირველივე ეტაპზე, სებასტიან კურცი საქართველოს ეწვევა, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ, სებასტიან კურცმა აღნიშნა, რომ საქართველოს თემა ეუთოს დღის წესრიგიდან არასოდეს მოხსნილა. „ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, რომ, რუსეთთან მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, ეუთო გადამწყვეტ როლს ასრულებს საქართველოსთვის. ეუთოში ავსტრიის თავმჯდომარეობის პირველივე ეტაპზე, საქართველოს ვეწვევი, რათა სხვა საკითხებთან ერთად, ვიმსჯელოთ იმაზეც, თუ დამატებით რა წვლილის შეტანა შეუძლია ეუთოს კონფლიქტის გადაწყვეტის საქმეში", – განაცხადა სებასტიან კურცმა. მისი თქმით, გაყინული კონფლიქტები ზემოქმედებას ახდენს არა მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობაზე, არამედ მუდმივ ტვირთად აწვება ქვეყანას და მთელ სამეზობლოს. პრესკონფერენციის დროს ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ორ ქვეყანას შორის ტრადიციულად არსებულ მჭიდრო ურთიერთობებზე ისაუბრა და, ამ კუთხით, 3 ივნისს გამართული ბიზნეს ფორუმის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. როგორც სებასტიან კურცმა აღნიშნა, „საქართველოსა და ავსტრიას შორის თანამშრომლობის უდიდესი პოტენციალი არსებობს, რომელიც სარგებელს ორივე ქვეყანას მოუტანს". ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ქართველ კოლეგას ავსტრიაში ვიზიტისთვის და კმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ აგვისტოში თბილისში ავსტრიის საელჩოს გახსნა იგეგმება. „მჯერა, რომ ეს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობათა გაღრმავების მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება", - განაცხადა სებასტიან კურცმა. ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ავსტრიას 2016 წლის 1-3 ივნისს ეწვია. ვენაში მან შეხვედრები გამართა ეუთო-ში და ავსტრიის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მინისტრმა ასევე მონაწილეობა მიიღო საქართველო-ავსტრიის ბიზნეს ფორუმში.
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)