|
2016-06-03 19:00:16, 680 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე: მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ ზუსტად და არასწორი ინტერპრეტაციის გარეშე იცოდეს ელჩის მოსაზრება
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ საქართველოში აშშ-ის ელჩის, იან კელის ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორია. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებაც და მოსახლეობაც ყოველდღიურად ვხედავთ და ვგრძნობთ აშშ-ის მხარდაჭერას თითქმის ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით. კახუ კალაძის განცხადებით, ცხადია, აშშ-ის ოფიციალური პირების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ყურადღებით ვისმენთ და აღვიქვამთ, როგორც მეგობრის, კეთილისმსურველის პოზიციას. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ ზუსტად და არასწორი ინტერპრეტაციის გარეშე იცოდეს ელჩის მოსაზრება. 1. ელჩი პოზიტიურად აფასებს კორცხელთან დაკავშირებულ რეაგირებას. 2. რაც შეეხება „რუსთავი 2“-ის საქმეს: იან კელიმ ხაზი გაუსვა და პირველ რიგში შეეხო სასამართლოს დამოუკიდებლობის და პროცესის ობიექტურობის მნიშვნელობას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ელჩმა აღნიშნა - მისთვის მიუღებელია ნებისმიერი საქციელი, რომელიც ჩრდილს მიაყენებს სასამართლო მოხელეს ან მთელ ინსტიტუტს, ისევე, როგორც ეს ხდება მის ქვეყანაში. ელჩმა ასევე ზოგადი განცხადებისას აღნიშნა, რომ მაგალითად ამერიკაში საარჩევნო წელს ოპოზიციური მედიის მფლობელის და მენეჯმენტის შეცვლა იქნებოდა მიუღებელი და იმედი გამოთქვა, რომ ეს არც საქართველოსთვისაა მისაღები. თუმცა, ელჩმა განცხადების დასაწყისშივე განაცხადა, რომ სასამართლო პროცესი მიმდინარეობს და ამიტომ მხოლოდ ზოგადი კომენტარით შემოიფარგლა. სამწუხაროდ ზოგიერთმა მედიასაშუალებამ მისი კომენტარი სახეცვლილად თარგმნა. ამასთან დაკავშირებით ყველას ახსოვს პრემიერ-მინისტრის კომენტარიც, დიახ, ზუსტად იგივე გზავნილი იყო გაჟღერებული, რომ ხელისუფლებას არ შეიძლება ხელს აძლევდეს ამ საკითხში ჩარევა, ხელისუფლება პირველ რიგშია დაინტერესებული პროცესის ობიექტურად წარმართვით და განსაკუთრებით საარჩევნო წელს არავის სურს არხის მენეჯმენტში ან სარედაქციო პოლიტიკაში ცვლილებების ხილვა, თუმცა საბოლოო სიტყვა სასამართლოს ეკუთვნის და არ გვსურს ჩვენი კომენტარები გაგებული იყოს რაიმე ტიპის ზეგავლენად“, - განაცხადა კახი კალაძემ.
მახაშვილი - სერბეთის არჩევნების საკუთარ წარმატებად მონათვლა აჩვენებს, თუ რა ღრმა ილუზიებში იმყოფება ქართული არაკონსტიტუციური ოპოზიცია
კახა კალაძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებზე: ოპოზიცია სასამართლოს ტრიბუნას მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებს
კირცხალია - ჩვენი აზრით, უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ თქვენ შექმენით წამების, მკვლელობისა და რეკეტის ძალადობრივი სისტემა
ირანის ელჩი ქართულ კომპანიების ირანის გავლით ავღანეთის სავაჭრო ბაზარს სთავაზობს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)