კვირიკაშვილი: გუნდში არ იქნებიან ადამიანები, რომლებსაც საგარეო-პოლიტიკურ ვექტორთან მიმართებაში რაიმე ეჭვები ექნებათ
თუ მე ვიქნები არჩეული “ქართული ოცნების” ახალ ლიდერად, გუნდში არ იქნებიან ადამიანები, რომლებსაც საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ ვექტორთან მიმართებაში რაიმე ეჭვები ექნებათ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ლონდონში, ჟურნალისტებს განუცხადა.