|
2016-07-31 10:39:15, 737 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: არ შეიძლება ქართველებმა მხოლოდ პოლიტიკით ვიცხოვროთ და ვისუნთქოთ
„არ შეიძლება ქართველებმა მხოლოდ პოლიტიკით ვიცხოვროთ და ვისუნთქოთ“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დუშეთის მოსახლეობასთან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ზაქარია ქუცნაშვილის წარდგენისას განაცხადა. პრემიერის თქმით, 2011 წლის შემოდგომაზე ივანიშვილმა ქართველ ხალხთან ერთად გმირული ნაბიჯი გადადგა და მნიშვნელოვანი ცვლილებები მოიტანა. ამასთან, მისივე თქმით, აღნიშნული გარდატეხის შედეგია, რომ ქართველი კაცი დღეს თავისუფალია. „ეს მნიშვნელოვანი მონაპოვარია. ჩვენ გვინდა დავამშვიდოთ საზოგადოება. არ შეიძლება ჩვენ, ქართველებმა მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკით ვიცხოვროთ. არ შეიძლება, ვისუნთქოთ, ვიკვებოთ პოლიტიკით. არ შეიძლება ყოველდღე ტელევიზიით ვუყუროთ როგორ ილანძღებიან ადამიანები, როგორ აყენებენ ერთმანეთს შეურაცხყოფას. ეს ერთხელ და საბოლოოდ უნდა დამთავრდეს. ეს ფურცელი უნდა გადავფურცლოთ და დავიწყოთ ერთმანეთის პატივისცემაზე და სიყვარულზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობა", - დასძინა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)