|
2016-07-30 17:37:06, 806 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერმა თიანეთის მოსახლეობას მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია ქუცნაშვილი წარუდგინა
საქართველოს პრემიერმა, "ქარული ოცნება-დემოკრატიული საქარათველოს" თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა, თიანეთის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ზაქარია ქუცნაშვილი წარუდგინა. "ზაქარია აქტიური და წარმატებული დეპუტატია. ის მთის კაცია და ყველაზე კარგად იცის რა გტკივათ და რა გიხარიათ", - აღნიშნა კვირიკაშვილმა. პრემიერმა ისაუბრა 4 წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებსა და მიღწევებზე, მათ შორის ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის რეფორმებზე. "ამ მიღწევების წყალობით მეტიდამეტი ადამიანი უნდა დასაქმდეს და ყველა ოჯახში უნდა შევიდეს კეთილდღეობა. ჩვენი გუნდი პროფესიონალებისგან შედგება და ჩვენ გვაქვს სწრაფი განვითარების გეგმა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. ზაქარია ქუცნაშვილმა პრემიერს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და მოსახლეობას სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. "ჩვენ თქვენთვის ყველაფერს გავაკეთებთ, ჩვენი მოსახლეობა,ნამდვილად, იმსახურებს მშვიდობას, თავისუფლებასა და კეთილდღეობას", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)