|
2016-07-30 16:33:08, 682 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრმა სტეფანწმინდის მოსახლეობას განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია
"ძალიან სასიამოვნო გრძნობაა როდესაც იმყოფები მართლაც საქართველოს ციხე სიმაგრეში, ჩრდილოეთის კარიბჭეში, რომელიც ყოველთვის იყო ჩვენი სიამაყე და ყოველთვის იყო დამცავი საქართველოსი, აქ განსაკუთრებულად გმირული სულის ხალხი ცხოვრობს და მე მეამაყება რომ დღეს თქვენთან ვართ", - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სტეფანწმინდაში შეკრებილ მოსახლეობას. მთავრობის მეთაურმა ადგილობრივ მოსახლეობას უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია. "2020 წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს საქართველოს მთავარი სატრანზიტო მაგისტრალები, აუცილებლად უნდა გაკეთდეს ახალი პროექტი მცხეთა ვლადიკავკაზის ავტობანის, ეს არის მნიშვნელოვანი საქართველოს განვითარებისთვის რომ ლარსიდან მცხეთამდე და ალბათ აქ საჭირო იქნება თანამშრომლობა ჩვენს მეზობელთანაც, ეს საინჟინრო გადაწყვეტაზე იქნება დამოკიდებული, იქნება უფრო ფართო გზა ვიდრე დღეს არის თუ იქნება 4 ზოლიანი გზა, თუ ამის საშუალებას მოგვცემს საინჟინრო გადაწყვეტა ალბათ უნდა გაფართოვდეს და ნამდვილი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ავტობანი გაკეთდეს. ეს ძირეულ ცვლილებებს შეიტანს რა თქმა უნდა სტეფანწმინდის განვითარებაში და რა თქმა უნდა ეს იქნება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იმ კუთხითაც რომ გაცილებით მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება აქ. ეს იქნება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იმისთვის რომ სატრანზიტო პოტენციალი განვითარდეს, და რა თქმა უნდა ამასთან ერთად ტურისტული პოტენციალიც. ეს არის ალბათ მსოფლის ერთ ერთი ულამაზესი კუთხე ყველანაირი გადაჭარბების გარეშე. ამას გარდა ჩვენ ვგეგმავთ რომ კობიდან გუდაურამდე ეს ჩრდილოეთის ფერდობი განვავითაროთ რაც თავისთავად სტეფანწმინდას უკვე გადააქცევს როგორც ზამთრის კურორტს, და ნებისმიერი საოჯახო სასტუმრო რომელიც დღეს არის სტეფანწმინდაში დაიტვირთება უკვე არა მხოლოდ ზაფხულის პერიოდში არამედ ზამთრის პერიოდშიც, ვინაიდან აქედან დაინიშნება რეგულარული ტრანსპორტი კობის მიმართულებით საიდანაც უკვე გუდაურის კურორტზე შესაძლებელი იქნება დასვენება და რა თქმა უნდა შემდეგ ისევ დაშვება და სტეფანწმინდაში ღამის გათევა. ამიტომ ყველაფერი ის რასაც ჩვენ გეუბნებით არ არის აბსტრაქტული გეგმები, ეს არის ძალიან კონკრეტული ნაბიჯები, 2017 წელს ჩვენ უკვე დავიწყებთ ამ გეგმების განხორციელებას, გზის პროექტირება უკვე დაწყებულია, კობის მიმართულებით ვმუშაობთ საფრანგეთის კომპანიებთან რათა მათთან ერთად მოხდეს რესურსის მოზიდვა და ამ საბაგირო ზოლის აშენება. ეს ყველაფერი იქნება უმნიშვნელოვანესი მაგრამ რაც ყველაზე მთავარია ჩვენ გვჭირდება მშვიდობა და სტაბილურობა“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ამასთან, მან მადლობა გადაუხადა მთის კანონის ავტორებს და აღნიშნა, რომ კანონის სამივე ავტორი ამ რეგიონის წარმომადგენელია და ძალიან ბევრი იშრომეს იმისთვის რომ ეს კანონი დაწყებულიყო და ბოლოში გასულიყო.
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)