|
2016-07-31 16:53:18, 734 ნახვა
პოლიტიკა
ხვალ საქართველოს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა
ხვალ საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ედვარდ ნალბანდიანი ეწვევა. როგორც „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, დაგეგმილია სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ედვარდ ნალბანდიანის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან. მათივე ცნობით, შეხვედრებზე განხილულ იქნება საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის საკითხები. ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი ედვარდ ნალბანდიანი ასევე პატივს მიაგებს და გვირგვინით შეამკობს საქართველოსტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)