საკონსტიტუციო სასამართლო თეა წულუკიანის განცხადებას სასამართლოს დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს
საკონსტიტუციო სასამართლო იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს იმ შემთხვევების დასახელებისკენ მოუწოდებს, როდესაც მოსამართლეთა უფლებამოსილება ხელოვნურად გახანგრძლივდა. ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაშია ნათქვამი, რომლითაც სასამართლო იუსტიციის მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს.