13:45 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-23 15:07:33, 574 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილმა ოლანდისგან ნიცაში მომხდარი ტერაქტის შემდეგ გამოხატული მხარდაჭერისათვის მადლობის წერილი მიიღო

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნიცაში მომხდარი ტერაქტის შემდეგ გამოხატული თანაგრძნობისა და მხარდაჭერისათვის საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდისგან მადლობის წერილი მიიღო.

„მე გულთან ახლოს მივიტანე თქვენ მიერ გამოგზავნილი მხარდაჭერის დასტური იმ ტრაგიკული ტერაქტის შემდეგ, რომელიც საფრანგეთს მისი ეროვნული დღესასწაულის დღეს დაატყდა თავს ნიცაში. მსურს, გულწრფელიმადლობა გადაგიხადოთ ამისათვის.

ამ უკიდურესად ძალადობრივი აქტისას ჩვენი ფიქრები უპირველეს ყოვლისა ფრანგ და უცხოელ მსხვერპლთა და მათი ოჯახებისკენაა მიმართული.

კიდევ ერთხელ ამოიღეს მიზანში საფრანგეთის მიერ განსახიერებული ღირებულებები - ადამიანისა და თავისუფლების უფლებები.

არ დავნებდებით იმ ბრძოლაში, რომელსაც ტერორიზმის წინააღმდეგ ვახორციელებთ.  

ეს ბრძოლა ხანგრძლივი იქნება იმ იდეების ირგვლივ, რომლებსაც ჩვენ ვიცავთ. ჩვენ დავრჩებით ერთგული 14 ივლისის დაღუპულთა სულებისადმი და ყოველთვის უფრო ძლიერები ვიქნებით, ვიდრე ის ფანატიკოსები.

თქვენი მეგობრული გზავნილი, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის მიმართ გამოხატული საერთაშორისო სოლიდარობა, თანაბრად ძვირფასი მხარდაჭერაა, რომელიც აძლიერებს ჩვენს სიმტკიცეს, ჩვენს ერთიანობასა და ჩვენს მიზანმიმართულობას".

კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას და გთხოვთ, მიიღოთ ბატონო პრეზიდენტო, ჩემი უღრმესი პატივისცემა", - აღნიშნულია ფრანსუა ოლანდის წერილში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინულმა დრონებმა პირველად შეუტიეს ეკატერინბურგს, - ერთი დრონი ცენტრში მაღალსართულიან კორპუს მოხვდა
Georgian Airways: საწვავთან დაკავშირებული მდგომარეობა ნეგატიურად აისახა ავიაკომპანიაზე
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics