15:23 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-23 16:00:22, 651 ნახვა

პოლიტიკა
ჰერმანი: საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობა ორივე მხარისთვის არის მნიშვნელოვანი

საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობა ორივე მხარისთვის არის მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა გერმანელ ჟურნალისტთან, რენე შულცისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 

ჰერმანის განცხადებით, ევროკავშირი დემოკრატიითა და კანონის უზენაესობით არის დაინტერესებული. მისივე თქმით, ამაში საქართველოც არის დაინტერესებული. 

„ჩვენ დაინტერესებული ვართ დემოკრატიით, კეთილდღეობით, კანონის უზენაესობითა და უსაფრთხოებით ჩვენი სამეზობლოს ქვეყნებში, აღმოსავლეთით თუ სამხრეთით. დაინტერესებულია თუ არა ამით საქართველო? რა თქმა უნდა. ვფიქრობ, რომ სწორედ ეს არის ჩვენი თანამშრომლობის საფუძველი. ფაქტობრივად, საქართველო გვეუბნება: „თქვენთან დაახლოების სურვილი მაქვს“, ჩვენ კი ვპასუხობთ: „დიახ, ამის გაკეთება შეგიძლია“ და ამაში დაგეხმარებით, ეს ჩვენს ფასეულობებსა და ინტერესებს ეფუძნება“, - აცხადებს იანოშ ჰერმანი. 

როგორც ელჩმა აღნიშნა, ევროკავშირი დაინტერესებულია სტაბილური და დემოკრატიული საქართველოთი, რომელსაც შეუძლია, იყოს არამხოლოდ ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორი, არამედ ჰქონდეს გავლენა რეგიონზე. 

“დაინტერესებულია თუ არა ევროკავშირი აყვავებული და დემოკრატიული საქართველოთი, რომელიც სტაბილურია და რომელსაც შეუძლია იყოს მნიშვნელოვანი პარტნიორი ბევრ ასპექტში, არამხოლოდ ორმხრივი თანამშრომლობის კუთხით, არამედ ჰქონდეს გავლენა რეგიონზე, ასხივებდეს პროგრესს და სტაბილურობას რეგიონში, საქართველოთი, რომელიც არის მნიშვნელოვანი რგოლი აზიასა და ევროპას შორის, სადაც არის ენერგოკავშირები, მილსადენები, ტრანსპორტი, გზები, ახალი პორტები და სხვა ეკონომიკური შესაძლებლობები, მათ შორის ჩვენი კომპანიებისთვისაც? - დიახ. ჩვენ ამით დაინტერესებული ვართ და ერთად ვმუშაობთ ამაზე”, - განაცხადა ჰერმანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics