|
2016-08-23 15:16:57, 724 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე: არასდროს დავუშვებთ, რომ ქვეყანაში თანამოქალაქეებზე მოძალადე მთავრობები დაბრუნდეს
ჩვენ ძალიან ბევრი ბრძოლა გამოვიარეთ ერთად. დღეს ჩვენ დავუმტკიცეთ სრულიად მსოფლიოს, დავუმტკიცეთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ის, რომ თურმე შესაძლებელი ყოფილა ქვეყნის მართვა ძალადობის, ოჯახების გაუბედურების გარეშე, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ ქარელში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. გენერალურმა მდივანმა, პარტიის ცენტრალური შტაბის უფროსმა კახა კალაძემ მთავრობის მთავარ მიღწევებზე ისაუბრა. „პირველ რიგში, მინდა უღრმესი მადლობა მოგახსენოთ თითოეულ თქვენთაგანს დღეს აქ მობრძანებისთვის. მადლობა იმ საქმიანობისათვის, რასაც თქვენ ჩვენთან ერთად აკეთებდით ამ წლების განმავლობაში. მადლობა იმისთვის, რომ დგახართ იქ, სადაც სჭირდება ჩვენს ქვეყანასა და ხალხს. ჩვენ ძალიან ბევრი ბრძოლა გამოვიარეთ ერთად. დღეს ჩვენ დავუმტკიცეთ სრულიად მსოფლიოს, დავუმტკიცეთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ის, რომ თურმე შესაძლებელი ყოფილა ქვეყნის მართვა ძალადობის, ოჯახების გაუბედურების გარეშე. ეს, რა თქმა უნდა, არის თითოეული თქვენთაგანის დამსახურება, ჩვენი ერთად, ყველას დამსახურება. ჩვენ არასდროს დავუშვებთ, რომ ქვეყანაში დაბრუნდეს ისეთი მთავრობები, ისეთი ხელისუფლებები, რომლებიც იძალადებენ თავიანთ მოქალაქეებზე. ჩვენ ყველამ ეს, ჩავაბარეთ წარსულს. ჩვენი მთავარი, მნიშვნელოვანი მონაპოვარი ეს არის თავისუფლება. ნამდვილად საამაყოა, რომ დღეს საქართველოში, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან დაცულნი. მათი უფლებები არის თანაბრად დაცული, მიუხედავად მათი განსხვავებული აზრისა, მიუხედავად მათი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა. ზუსტად, ჩვენ ასეთ სახელმწიფოს ვაშენებთ, სადაც თითოეული მოქალაქე იქნება თანაბრად დაცული. ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე დაფუძნებულ ქვეყანას. რა თქმა უნდა, ეს არ არის იოლი გზა, უფრო მარტივია ქვეყნის ისეთი მართვა, როგორც წინა ხელისუფლება აკეთებდა-ძალადობასა და პოლიციაზე დამყარებული რეჟიმი, მაგრამ ჩვენ ამას, ყველამ ერთად ვუთხარით არა“,-განაცხადა ვიცე-პრემიერმა. კახა კალაძემ ასევე ისაუბრა „ქართული ოცნების“ სამომავლო გეგმებზეც. "ჩვენთვის მთავარი და მნიშვნელოვანი დღეს არის ქვეყნის ეკონომიკურად გაძლიერება, ეკონომიკური განვითარება და ამაში თითოეული თქვენგანის მონაწილეობა არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ 8 ოქტომბერს ყველა ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას და ეს არ იქნება მხოლოდ ჩვენი მხარდამჭერების, ჩვენი აქტივისტების, თანამოაზრეების გამარჯვება. ეს იქნება სრულიად საქართველოს გამარჯვება, რადგან, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ქვეყანაში გახლავთ რეალურად ერთადერთი, უალტერნატივო ძალა, რომელსაც აქვს შესაძლებლობები მოაგვაროს ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებს დღეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვება არის რეალურად შედეგი იმისა, რომ ჩვენ მივცემთ შესაძლებლობას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, იგრძნონ ის სიკეთეები, რომლებსაც ვპირდებით მომავალი ოთხი წლის განმავლობაში. მინდა გაგამხნევოთ თითოეული თქვენთაგანი და დაგარწმუნოთ იმაში, რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. გავიმარჯვებთ ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი შვილებისთვის, აი, ამ პატარებისთვის, რომლებიც დღეს აქ ჩვენთან არიან წარმოდგენილნი“, - აღნიშნა პარტიის გენერალურმა მდივანმა.
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)