13:40 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-23 12:05:37, 630 ნახვა

პოლიტიკა
ISFED: ამომრჩევლის მოსყიდვა ხდება არა მხოლოდ ხელისულების, არამედ ოპოზიციის მხრიდანაც

ამომრჩევლის მოსყიდვა ყველაზე მნიშვნელოვანი ტენდენციაა საარჩევნოდ და ამომრჩევლის მოსყიდვა ხდება არა მხოლოდ ხელისულების, არამედ ოპოზიციის მხრიდანაც, - ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ანგარიშშია ნათქვამი. 

ცნობისთვის, ანგარიში ედიის წარმომადგენლებს დღეს ორგანიზაციის დირექტორმა მიხეილ ბენიძემ და იურისტმა ნინო რიჟამაძემ წარუდგინეს. 

"ექსპრესნიუსსი" ანგარიშს უცვლელად გთავაზობთ: 

”საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარის 4, ფიზიკური დაპირისპირების -2, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის -3, უფლებამოსილი პირის მიერ აგიტაციაში მონაწილეობის -4, ადმინისტრაციული რესურსუს გამოყენების - 8, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის - 4, სიძულვილის ენის გამოყენების - 4, ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ბიუჯეტის ცვლილებების - 7 და საარჩევნო კომისიის წევრების გადაცდომის 3 ფაქტი. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში მოიმატა საარჩევნო სუბიექტების მიერ ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტებმა, ხოლო სამართალდამრღვევებს კანონით განსაზღვრული პასუხისმგებლობა არ დაკისრებიათ, რაც კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების მხრიდან მოსყიდვის ფაქტებზე არაეფექტურ და არადროულ რეაგირებაზე მიუთითებს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში გამოიკვეთა კამპანიური ხასიათის შეხვედრებზე დასწრების მიზნით საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების თანამშრომლების მობილიზება მმართველი პარტიის სასარგებლოდ”, - განაცხადა ბენიძემ. 

რაც შეეხება ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებს, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტენდენციაა წინასაარჩევნოდ და გამოვლინდა მოსყიდვის ფაქტები, კერძო, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ ბეშუმში ბეჭდების გადაცემის ფაქტი, ასევე ორგანიზაცია „ცენტრისტების“ მიერ მოსახლეობისთვის მიცემული დაპირება რუსულ პენსიასთნ დაკავშირებით და ”ნაციონალური მოძრაობის” მიერ მარნეულში ეტლის გადაცემის ფაქტი. 

ორგანიზაციის იურისტ, ნინო რიჟამაძის განცხადებით, მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა ფიზიკური დაპირისპირებების ფაქტები ბათუმსა და თელავში. მისი თქმით, ბათუმში სამართალდამცველების მობილიზება არაეფექტური იყო, ხოლო თელავში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. 

რაც შეეხება სიძულვილის ენის გამოყენებას, არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული მონიტორინგის ანგარიშში ნათქვამია, რომ სიძულვილის ენა ძირითადად გამოყენებული იყო გიორგი ვაშაძის მიერ, ასევე შალვა ნათელაშვილის რეპლიკების მეშვეობით. ორგანიზაციის ანგარიშში ნათქვამია, რომ სიძულვილის ენა გამოყენებული იყო სოციალისტური პარტიისა და ორგანიზაცია ”ჩვენი სამშობლოს” წარმომადგენლების მიერ. 

არასამთავრობო ორგანიზაცია რეკომენდაციებით მიმართვას პარტიებისა და პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლებს, რომ თავი შეიკავონ ამომრჩველის მოსყიდვისგან. ასევე მიმართავს სახელმწიფო ორგანოებს მოახდინონ რეაგირება თუკი ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტები დაფიქსირდება და მიმართავს საარჩვნო ადმინისტრაციას, რომ დაიცვას კანონმდებლობა. არასამთავრობო ორგანიზაცია მიმართავს ადგილობრივ თვითმმართველობებს და მუნიციპალიტეტებს, რათა საჯარო მოხელეებს განუმარტონ, რომ აგიტაციის უფლება არ აქვთ და ასევე სამუშაო საათებში არ აქვთ მონაწილეობის უფლება საარჩევნო კამპანიაში. 

არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED მიმართავს უწყებათაშორის კომისიას, რომ მის მიერ ანგარიშში მოყვანილ ფაქტებზე რეაგირება მოახდინოს. ანგარიში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, 17 ივლისიდან 8 აგვისტომდე პერიოდს მოიცავს და ის მეორე შუალედურ ანგარიშს წარმოადგენს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Georgian Airways: საწვავთან დაკავშირებული მდგომარეობა ნეგატიურად აისახა ავიაკომპანიაზე
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
ნატო უარყოფს ესპანეთის წევრობის შეჩერებას აშშ-ის მუქარის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics