რამდენჯერ უნდა გითხრათ, არ ვიქნები სიაში, ხშირად რომ დამისვამთ ერთი და იმავე კითხვას, გგონიათ, სია შეიცვლება ამით?, - ასე უპასუხა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიას ეხებოდა.