20:48 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-09 12:49:22, 821 ნახვა

პოლიტიკა
იოსებ მაკრახიძე და ირაკლი მეზურნიშვილი მოსახლეობას შეხვდნენ

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ ქალაქ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, იოსებ მაკრახიძე ორთაშენში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.

დეპუტატობის კანდიდატმა შეხვედრისას  განსაკუთრებული ყურადღება ინფრასტრუქტურულ კეთილმოწყობაზე გაამახვილა. თავის მხრივ,  ორთაშენის მოსახლეობამ, მაჟორიტარობის კანდიდატთან დასახლებაში არსებულ პრობლემებსა და საჭიროებებზე ისაუბრა.

 „ჩემი სურვილია  გორი ევროპული სტანდარტების ქალაქს დაემსგავსოს და მჯერა, სულ მოკლე დროში, ჩემს გორელებთან ერთად ავაშენებთ „ მწვანე ქალაქს“. ორთაშენის დასახლებაში გაზიფიცირების პროცესი რამდენიმე დღეში უკვე დასრულდება. მოსახლეობას ათეულობით წელი გაზი არ ჰქონდა, თუმცა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით ორთაშენელებს ეს მნიშვნელოვანი პრობლემა მოუგვარდათ. ჩემთვის პრიორიტეტულია საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა . 2017 წელს ჩემს ქალაქში აღარ იქნება ცენტრალური და საუბნო გზების მოპირკეთების პრობლემა“,- განაცხადა „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ ქალაქ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა იოსებ მაკრახიძემ.

კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი მეზურნიშვილი   სოფელ ლამისყანას და მის ისტორიულ-არქეოლოგიურ ძეგლს, ორბელიანების სასახლეს ესტუმრა.

ირაკლი მეზურნიშვილი  სოფელ ლამისყანაში  სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახებსაც ესტუმრა და მათთან ერთად იმსჯელა სირთულეების გადაჭრის გზებზე.

 „ჩემი პრიორიტეტია ახალგაზრდების აქტივობის გაზრდა და მათი დასაქმება.ეს კი ნიშნავს ოჯახების ეკონომიკურ კეთილდღეობასა და რაიონში სოციალურად დაუცველი ადამიანების შემცირებას“,-განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics