|
2016-09-09 13:56:52, 731 ნახვა
პოლიტიკა
ლაგაზიძე: ბურჭულაძის გაერთიანების საარჩევნო სია კრიმინალური მენტალობის ადამიანების ზეწოლის შედეგად არის შედგენილი
ჩემი წამოსვლის მიზეზი გახდა ის, რომ პაატა ბურჭულაძემ თავისი პარტია და ამომრჩევლები გაყიდა. ბურჭულაძემ პარტია „გირჩზე“ გაყიდა, რომლის წევრებითაც მისი პარტიის უდიდესი ნაწილია დაკომპლექტებული. პაატა ბურჭულაძესთან მე და მისი გუნდის უმეტესობა იმიტომ მივედით, რომ ბურჭულაძე ახალი, პოლიტიკური სიბინძურისგან დაცლილი თაობის მოყვანას გვპირდებოდა, - ამის შესახებ პარტია „პაატა ბურჭულაძე - საელმწიფო ხალხისთვის“ ყოფილმა წევრმა ხათუნა ლაგაზიძემ განაცხადა. როგორც „ექსპრესნიუსს“ ლაგაზიძემ განუცხადა, „თუ მე ან ჩემი ოჯახის რომელიმე წევრს ერთი ღერი თმა თუ ჩამოგვივარდა თავიდან, მთელი პასუხისმგებლობა პაატა ბურჭულაძეს და მის გარემოცვას ეკისრება“. „ჩემი წამოსვლის მიზეზი გახდა ის, რომ პაატა ბურჭულაძემ თავისი პარტია და ამომრჩევლები გაყიდა. ბურჭულაძემ პარტია „გირჩზე“ გაყიდა, რომლის წევრებიტაც მისი პარტიის უდიდესი ნაწილია დაკომპლექტებული. პაატა ბურჭულაძესთან მე და მისი გუნდის უმეტესობა იმიტომ მივიდა, რომ ბურჭულაძე ახალი, პოლიტიკური სიბინძურისგან დაცლილი თაობის მოყვანას გვპირდებოდა. სწორედ ასეთი ადმაიანები შევარჩიეთ ჩვენ. ამის შემდეგ სრულიად მოულოდნელად გავიგეთ, ბურჭულაძის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, რომ ჩვენ ბლოკად გავერთიანდით. ეს იყო ძალიან მძიმე გადაწყვეტილება. მას მერე ვერც ერთ ეთერს ვერ დამისახელებთ, სადაც მე გამოვჩნდი, რადგან ამ გუნდთან ასოცირება არ მინდოდა. გაერთიანება მაშინ აიხსნა იმით, რომ ჩვენ პარტიის გადასარჩენად სხვა გზა არ გვქონდა, გადაგვიკეტეს ყველა ფინანსური რესურსი. თუმცა, ბურჭულაძის მიერ წარმოდგენილი საარჩევნო სია იმის ნათელი დადასტურებაა, რომ გაერთიანება არა პარტიის გადასარჩენად, არამედ მისი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე გაკეთდა. პარტიის სიაში ბურჭულაძის პარტია პარიტეტულ საწყისებზე მაინც იქნებოდა წარმოდგენილი. სიაში ბურჭულაძის პარტიის სამი ნარჩენია, დანარჩენი გამყიდველი „ნაციონალების“ წევრებითაა დაკომპლექტებული. კრიმინალური მენტალობის ადამიანების ზეწოლისგან შედგა გაერთიანების სია, ისინი ყველანაირად ცდილობდნენ, რომ პარტია დამეტოვებინა. დღეს ორი მიზანი მაქვს, პირველი - ვუზრუნველყო საკუთარი ოჯახის უსაფრთხოება და თუ მე ან ჩემი ოჯახის რომელიმე წევრს ერთი ღერი თმა თუ ჩამოგვივარდა თავიდან, მთელი პასუხისმგებლობა პაატა ბურჭულაძეს და მის გარემოცვას ეკისრება. რაც შეეხება მეორე მიზანს - მინდა ქართულმა საზოგადოებამ სიმართლე იცოდეს ვინ ცდილობს პარლამენტში შესვლას. ეს ადამიანები რეალურ საფრთხეს წარმოადგენენ ქვეყნისთვის თუ მათ ხელში ქვეყნის მართვის მცირე დოზა მაინც ჩავარდა“, - განაცხადა ლაგაზიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)