20:47 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-09 14:41:46, 842 ნახვა

პოლიტიკა
შოთა ხაბარელი სოფელ ნასაგურის მოსახლეობას შეხვდა

 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამგორის რაიონის მე-13 ოლქის  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, შოთა ხაბარელი საარჩევნო კომპანიის ფარგლებში,  სოფელ ნასაგურის  მოსახლეობას შეხვდა.

 „ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივებს საკუთარი ბიოგრაფია გააცნო და ხელისუფლების მიერ განხორციელებულ, მიმდინარე პროექტებზე ესაუბრა.

საუბარი შეეხო  საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, განათლების რეფორმას, ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

 შეხვედრაზე, რომელიც დიალოგის რეჟიმში წარიმართა, გამოიკვეთა ის პრობლემები, რაც მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს- სოფლის მიმდებარედ არსებული ნაგავსაყრელი და სანიაღვრე სისტემები, ასევე მოუწესრიგებელი შიდა გზები.

 დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობასთან ერთად პირადად დაათვალიერა სოფელში არსებული შიდა გზები, გაეცნო ერთ- ერთი მაცხოვრებლის პრობლემას, რომელსაც საცხოვრებელი სახლის სახურავი დაეწვა. 

„მე კარგად ვიცნობ ამ პრობლემას, უკვე დაწყებულია მუშაობა ამ კუთხით, ტენდერში გაიმარჯვა ერთ- ერთმა ჩეხურმა კომპანიამ,   სახსრები გამოყოფილია და მიდის ინტენსიური მუშაობა, მომავალ წლისთვის სოფელში ეს სუნი აღარ იქნება“,- განაცხადა შოთა ხაბარელმა.

(NS)

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics