პრემიერი ადასტურებს, რომ ”სამხრეთ ოსეთის” გავლით გზის გახსნასთან დაკავშირებით სომხურ მხარესთან მოლაპარაკებები გამართა
„ჩემთვის გაუგებარია ისტერიკა, რომელიც შეიქმნა სომხეთის ტრანსპორტის მინისტრის განცხადების შემდეგ“,-ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სომხეთის ტრანსპორტის მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმადაც, სომხეთი საქართველოსთან და რუსეთთან, "სამხრეთ ოსეთის" გავლით, გზის გახსნაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.