"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ სომხეთსა და რუსეთს შორის მიმოსვლა ცხინვალის რეგიონის გავლით აღდგება, ეს საქართველოსთვის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა იქნება.
ექსპერტი კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ აჰმედ ჩატაევთან დაკავშირებით ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რუსული დელეგაციის ხელმძღვანელის, ნიკოლაი კოვალიოვის განცხადება, დიპლომატისთვის შეუფერებელია.
ეუთო-ს ადამიანის უფლებათა კომიტეტში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, იძულებით გადაადგილებული პირების უფლებებსა და ზოგად ვითარებაზე იყო საუბარი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიგი წერეთელმა სესიის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
აჰმედ ჩატაევი რუსეთისთვის დროულად რომ გადაეცათ, ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ტერაქტის აცილება შესაძლებელი იქნებოდა, - ამის შესახებ რუსული დელეგაციის თავმჯდომარემ ნიკოლაი კოვალიოვმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებტან განაცხადა.
„პარტიის საქმეა, სადაც გადაწყვეტს იქ ჩაატარებს ყრილობას“, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიგი წერეთელმა, გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმადაც ენმ პარტიის ყრილობას სავარაუდოდ, დიდგორის ველზე ჩაატარებს.
ვიცე-პრემიერის კახი კალაძის განცხადებით, GFK-ის მიერ ჩატარებული კვლევა ბევრ კითხვებს ბადებს, რადგან ის ლევან თარხნიშვილის მეუღლემ ჩაატარა.
„რუსეთის მიმართ ტონი უნდა გამკაცრდეს“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიგი წერეთელმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების სრულ ამოქმედებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ეს დღე განსაკუთრებით სიმბოლურია საქართველოსთვის.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More