18:31 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
ვოლსკი: არ არის გამორიცხული, რომ წერეთლის კანდიდატურაზე EPP-სა და რუსეთს შორის გარკვეული გარიგება შედგა

„აგრამუნტის ვიზიტის დროს გაკეთებული განცხადებებიდან  გამომდინარე, გიგი წერეთლის კანდიდატურაზე არ არის გამორიცხული, რომ გარკვეული გარიგება შედგა ევროპის სახალხო პარტიასა და რუსეთს შორის“,-ამის შესახებ  ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ განაცხადა.

 

გია ხუხაშვილი რეზოლუციაზე: ეუთო-ს ქმედითი ნაბიჯების გადადგმის ძალა არ შესწევს

ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტის მიერ მხარდაჭერილი რეზოლუცია "კონფლიქტი საქართველოში" მხოლოდ გარკვეული ვითარების დეკლარირებაა და ის არანაირ პრაქტიკულ შედეგებს არ მოიტანს.

 

წულუკიანი: როგორც კი სააკაშვილი ქართველი სამართალდამცველების ხელში აღმოჩნდება, ჩატაევის საქმეს გამოვიძიებთ

ჩატაევის თემასთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ მის გათავისუფლებამდე მქონდა კითხვები, - ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიამი აჰმედ ჩატაევის საქმეს.

 

უსუფაშვილი: საქართველოს შესახებ რეზოლუციაში 56 ქვეყანა ერთს ეუბნება, რომ დაიცვას სტანდარტები, რომლებიც დასაცავია

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის მიერ მხარდაჭერილი დოკუმენტით, 56 ქვეყანა ერთს ეუბნება, რომ დაიცვას ის სტანდარტები, რაც დასაცავია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტმა, ქართული დელეგაციის მიერ მომზადებულ რეზოლუციას „კონფლიქტი საქართველოში“ მხარი დაუჭირა. კანონპროექტს მხოლოდ რუსეთის დელეგაციის 3-მა დეპუტატმა მისცა ხმა წინააღმდეგ.

 

ევროპარლამენტი დღეს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე იმსჯელებს

ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტის (LIBE) წევრები საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხს დღეს განიხილავენ.  

დიმიტრი ქუმსიშვილი სამუშაო ვიზიტით ბაქოში იმყოფება

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სამუშაო ვიზიტით აზერბიჯანში  იმყოფება.

 

გიორგი მარგველაშვილი ალექსანდრე ლუკაშენკოს ბელარუსის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

სუბარი: ვერ ვხედავ გიგი წერეთლის ადგილს ეუთო-ს პრეზიდენტის პოსტზე

"მე ვერ ვხედავ გიგი წერეთლის ადგილს ეუთო-ს პრეზიდენტის პოსტზე",-ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა. 

სუბარი: სააკაშვილმა პასუხები უნდა გასცეს კითხვებს რატომ აფინანსებდა და რატომ თანამშრომლობდა ტერორისტებთან

„ახმედ ჩატაევთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო დეტალები გამოიკვეთა, ეს ცნობილი ტერორისტი თურმე სააკაშვილის აგენტი ყოფილა რომელსაც აფინანსებდა სააკაშვილი და პასპორტს პასპორტზე უცვლიდა",-ამის შესახებ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა. 

 

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, უსაფრთხოების კომიტეტმა ქართული მხარის წინადადება გაიზიარა

ეუთო-ს საპარალამენტო  ასამბლეის ფარგლებში, პოლიტიკური და უსაფრთხოების საკითხთა კომიტეტმა ქართული მხარის მიერ წარმოდგენილი წინადადებები გაიზიარა. 

ლევან ვარშალომიძე საქართველოში ჩამოვიდა

აჭარის  მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე რამდენიმე წუთის წინ საქართველოში ჩამოვიდა. 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სარფში ლევან ვარშალომიძის ჩამოსვლას ელოდებიან

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები“  და მათი მხარდამჭერები სარფში აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის ლევან ვარშალომიძის  ჩამოსვლას ელოდებიან. 

წერეთელი: „ქართულმა ოცნებამ“ ჩემს წინააღმდეგ სამარცხვინო მარათონი წამოიწყო

„ქართულმა ოცნებამ“, „ევროპის სახალხო პარტიის“ წინააღმდეგ სამარცხვინო მარათონი წამოიწო“,-ასე გამოეხმაურა  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი  გიგი წერეთელი „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებას. 

“ქართული ოცნება“ ეუთო-ს საპარალმენტო ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობაზე გიგი წერეთლის არჩევას მხარს არ უჭერს

 „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“    ეუთოს საპარალამენტო ასამბლეის  პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ არ უჭერს მხარს  პრეზიდენტის თანამდებობაზე გიგი წერეთლის არჩევას. 

შს მინისტრის ყოფილი მოადგილე: ჩატაევი საქართველოს მოქალაქეობას ვერ მიიღებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics