18:40 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-13 13:01:14, 894 ნახვა

პოლიტიკა
უსუფაშვილი: ჯერ კიდევ მინდა მჯეროდეს, რომ ივანიშვილი არასწორად მიწოდებული ფაქტების მსხვერპლია

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მედიასაშუალების წარმომადგენლებთან შეხვედრისას სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ განცხადებებს ეხმაურება.

უსუფაშვილის თქმით, მას იმედი აქვს, რომ ბიძინა ივანიშვილი არასწორად მიწოდებული ფაქტების მსხვერპლია და თავად სიცრუის ტირაჟირებას არ ახდენს. უსუფაშვილის განმარტებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცი, რომ საკონსტიტუციო კომისიას თითი თითზე არ დაუდია.

დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ საკონსტიტუციო კომისიამ საკმაოდ ეფექტურად იმუშავა, ძირითადად, „რესპუბლიკელების“ წინადადებების ხარჯზე. უსუფაშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ თავის დროზე საკონსტიტუციო საკითხები გვერდზე გადადო.

„ჯერ კიდევ მინდა მჯეროდეს, რომ ბიძინა ივანიშვილი არასწორად მიწოდებული ფაქტების მსხვერპლია და თავად არ ახდენს სიცრუის ტირაჟირებას. ივანიშვილის სიტყვები უფასურდება იმ ტიპის არასწორი ფაქტების ტირაჟირებით რაც გუშინ მოვისმინეთ. თურმე, ჩვენ თითი თითზე არ დაგვიდია და ჩვენი ბრალია პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა. თუ ვერაფერს მომიძებნით ნაკლს, ესეც მითხარით. საკონსტიტუციო კომისიამ ეფექტურად იმუშავა, ძირითადად, „რესპუბლიკელების“ წინადადებებით. სამუშაო  სხდომაზე დასწრების სია ნახეთ - ვინ დადიოდა და ვინ არა. სხდომებს ბოიკოტი გამოუცხადებს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ქართულმა ოცნებამ“. მათ გვერდზე გადადეს საკონსტიტუციო საკითხები. მე ძალიან აქტიურად ვმუშაობდი“, - განაცხადა უსუფაშვილმა. 

მან ჟურნალისტებს აჩვენა დოკუმენტი, სადაც პოლიტსაბჭოსთვის სასწრაფოდ განსახილველად შეთავაზებული საკითხებია ჩამოთვლილი.

„ქართული ოცნების“ რეაქცია განსახილველ საკითხებზე ნოლი იყო. სირცხვილია ბატონო ბიძინა. არ მინდა, რომ ქართველი ხალხი უავტორიტეტო ლიდერების ამარა დარჩეს“, - აღნიშნა უსუფაშვილმა. 

მისივე თქმით, „რესპუბლიკელების“ მყარი პოზიცია იყო, რომ პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით არჩეული ყოფილიყო.

„თურმე ჩვენი ბრალია, რომ გიორგი მარგველაშვილი პირდაპირი წესით არის არჩეული. 2013 წელს ერთხელ ვახტანგ ხმალაძემ თქვა, რომ პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევას უჭერს მხარს და ამაზე „ქართულ ოცნებაში“ ერთი ამბავი ატყდა და ახლა „რესპუბლიკელებს“ ბრალდება, რომ მარგველაშვილი პირდაპირი წესითაა არჩეული. თუ ვინმე კიდევ გაავრცელოს ასეთი ცრუ ინფორმაცია, იძულებული ვიქნები დოკუმენტურად დაწერილი განახოთ. მე ჩემი სიტყვების ფასი ვიცი“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნულ საკითხებთან ივანიშვილთან პირადი საუბრების გასაჯაროებასთან დაკავშირებით თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ ჭორაობა არ სურს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics