|
2016-09-13 10:46:04, 699 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: პაპუაშვილის უფლებამოსილების ვადის ამოწურვასთან ერთად "ენმ"-ს გავლენები საბოლოოდ დასრულდება
წლების განმავლობაში, საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტული მოსამართლეები მიხეილ სააკაშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ზეწოლას განიცდიდნენ - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ 2030-ს განუცხადა. ვიცე-სპიკერმა იმედი გამოთქვა, რომ ახალი წევრები გადაწყვეტილებებს მხოლოდ შინაგანი რწმენიდან, სამართლის პრინციპებიდან, კანონიდან გამომდინარე მიიღებენ. “ეს არის მძიმე წარსული, რომლისგანაც საკონსტიტუციო სასამართლო უნდა გათავისუფლდეს. იმედი მაქვს, ახალი წევრები გადაწყვეტილებებს მხოლოდ შინაგანი რწმენიდან, სამართლის პრინციპებიდან, კანონიდან გამომდინარე მიიღებენ და არა რომელიმე პოლიტიკური ძალის დაკვეთების კვალდაკვალ. იმედი მაქვს, გიორგი პაპუაშვილის უფლებამოსილების ვადის ამოწურვასთან ერთად “ნაციონალური მოძრაობის” გავლენები და სასამართლოს საქმიანობაში უხეში ჩარევები საბოლოოდ დასრულდება. პრეზიდენტის მხრიდან ნომინირებულ კანდიდატებს წარმატებებს ვუსურვებ. კანდიდატი,რომელიც პარლამენტისგან დასახელდება, კვალიფიციური და საზოგადოებისგან მაღალი ნდობით აღჭურვილი იქნება”, - განაცხადა კობახიძემ. მანანა კობახიძემ ვანო მაჭავარიანის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარედ შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საზოგადოება ამ თანამდებობაზე უფრო სხვა წარსულის და სანდო ბიოგრაფიის მქონე ადამიანის დანიშვნას ისურვებდა, რადგან უშიშროების საბჭოზე ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები იხილება. “ვანო მაჭავარიანს აქვს მჭიდრო კავშირები ”ნაციონალურ მოძრაობასთან”, რომელიც საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერილი არ არის. ეს პარტია სისტემურ დანაშაულთან და ადამიანის უფლებების დარღვევასთან ასოცირდება და ვანო მაჭავარიანის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნა შესაძლოა, ამ ორგანოს დისკრედიტაციის საფუძველი იყოს”, - განაცხადა მანანა კობახიძემ.
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)