|
2016-09-13 15:55:07, 748 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი: პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევით ხელისუფლებების შტოებს შორის ძალთა ბალანსი არ დაირღვევა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესით პარლამენტი ხელისუფლებების შტოებს შორის ძალთა ბალანსს არ დაარღვევს. როგორც ვოლკსიმ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, ბევრ საკითხზე გუნდური გადაწყვეტილება არ მიიღება და მსგავსი გაუგებრობები აღარ უნდა მოხდეს. „სახელისუფლებო უწყებებში ბალანსის დაცვა კონსტიტუციითა განსაზღვრული. ამასთან, ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ევროპულშიც, პრეზიდენტს არაპირდაპირი გზით ირჩევენ და საჭიროა ამ გამოცდილების გამოყენება. საზოგადოებას, რომელიც პარლამენტის არჩევნებში რომელიმე გუნდს ირჩევს იმედი აქვს, რომ პოლიტიკური ჯგუფი ღირსეულ მთავრობას აირჩევს. ასე თუ შეხვედავთ საკითხს, რომ პარლამენტის მიერ პრეზიდენტის არჩევით ძალთა ბალანსი დაირღვევა, მაშინ ისიც გავიხსენოთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარისაც და სხვა ბევრი მნიშვნელოვანი თანამდებობის პირის არჩევის დროს, საბოლოო სიტყვას სწორედ პარლამენტი ამბობს. ამ შემთხვევაში პარლამენტის უნდობლობაზეა საუბარი, რაც არასწორია. ვინაიდან კონსტიტუციონალისტი არ ვარ, ამ თემაზე კამათი არ მინდა. თუმცა, იმას, რომ პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესით პარლამენტი ხელისუფლებების შტოებს შორის ძალთა ბალანსს დაარღვევს, ამას აპრიორი გამოვრციხავ. მაშ რა გამოდის - პრეზიდენტი ხალხმა უნდა აირჩიოს და სხვა მნიშვნელოვანი თანამდებობების დაკომპლექტება პარლამენტის თანხმობით უნდა მოხდეს. ამ მექანიზმში თავიდანვე ანტაგონიზმი უნდა იყოს ჩადებული? არა მგონია, რომ ეს ჩვენი ქვეყნის რეალობისთვის მართებული იყოს. თუ საპარლამენტო მმართველობაზე ვსაუბრობთ, მაშინ პრეზიდენტის ფუნქციები განსაზღვრული უნდა იყოს. აქ არ უნდა იყოს საუბარი, რომ მაინცდამიანც ანტაგონისტური სტრუქტრურები უნდა არსებობდეს. პრეზიდენტმა კანონის უზენაესობით უნდა ხელმძღვანელობდეს და შემფასებელი ყველაფრის მაინც საზოგადოებაა. თუ პრეზიდენტს პარლამენტი აირჩევს, მისი ფუნქციები უნდა იყოს განსაზღვრული. დღეს პრეზიდენტს ბევრი ფუნქცია და ვალდებულებები აქვს გადაწყვეტილების მიღებისას. ბევრ საკითხზე გუნდური გადაწყვეიტლება არ მიიღება და გაუგებრობები აღარ უნდა მოხდეს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩემი და თუნდაც, ივანიშვილის მოსაზრება საბოლოოა. ამ საკითხზე უნდა ჩამოყალიბდნენ კონსტიტუციონალისტები, პარლამენტის წევრები, არასმათავრობო ორგანიზაციები და ა.შ.“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)