|
2016-09-13 16:04:49, 566 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: ოთხი წლის თავზე ჩვენ გვექნება ფიზიკურად, თვისობრივად, ხარისხობრივად სხვა საქართველო
ოთხი წლის თავზე ჩვენ გვექნება ფიზიკურად, თვისობრივად, ხარისხობრივად სხვა საქართველო, აბსოლუტურად განვითარებული, თანამედროვე ინფრასტრუქტურით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა შუახევის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, სადაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში - ანზორ ბოლქვაძე და ხვიჩა შარაშიძე წარადგინა. მთავრობის მეთაურმა მოსახლეობას სამომავლო გეგმები გააცნო და აღნიშნა, რომ გასული 4 წლის განმავლობაში განხორციელებულმა ცვლილებებმა ქვეყანაში თავისუფლება მოიტანა. „ჩვენ არავის ვაძალებთ ამა თუ იმ პროექტის გაკეთებას და ეს თავისუფლება აუცილებლად მოიტანს ძალიან დიდ შედეგს საქართველოში, იმიტომ, რომ ჩვენ, ქართველები, შინაგანად თავისუფალი ხალხი ვართ, ღირსებით აღსავსე ხალხი ვართ და ვერავინ ვერასოდეს ვეღარ მოინდომებს, ფეხქვეშ გათელოს ეს ღირსება და თავისუფლება, რომელიც ბრძოლით არის მოპოვებული”, - განაცხადა პრემიერმა. გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა სახელმწიფო პროგრამებზე, რომელიც ყველა ოჯახში კეთილდღეობის შეტანას ისახავს მიზნად და აღნიშნა, რომ რეგიონში ინფრასტრუქტურული, გაზიფიცირებისა და წყალმომარაგების სამუშაოები, ასევე, ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა გაგრძელდება. „მთელი საქართველოს მასშტაბით იქნება ძალიან აქტიური განვითარების ოთხი წელი. მინდა, გითხრათ, რომ ყველა თქვენგანის მოამაგე ვართ - თქვენი დარდის, სიხარულის გულთან ახლოს მიმტანი ვართ. მინდა, მუსლიმებს მივულოცო ბაირამის დღესასწაული რომელიც სულ მალე იქნება. მინდა, გისურვოთ დღეგრძელობა, ჯანმრთელობა, ოჯახებში სიმშვიდე, ხვავი და ბარაქა“, - მიმართა პრემიერმა შუახევის მოსახლეობას.
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)