07:54 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-09 15:38:34, 1495 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კვირიკაშვილი: არ არის აუცილებელი მეათე ხარისხოვან კონფერენციებზე ნახევარი სამინისტროების დასწრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, დანაშაულებრივი გადაწყვეტილებაა, თუ ვინმემ ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაცია გაიგო ისე, რომ საბავშვო ბაღებში ბავშვებს რაციონი  შეუმცირდეთ.

კვირიკაშვილი ამბობს, რომ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების უამრავი რესურსი არსებობს.

პრემიერმა მთავრობის სხდომაზე თელავში საბავშვო ბაღებში კვების რაციონის შემცირების შესახებ  გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ჯანდაცვისა და განათლების მინისტრებს საკითხით დაინტერესება სთხოვა:

„ჩვენ გვაქვს უამრავი რესურსი ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების. არ არის აუცილებელი მეაათე  ხარისხოვან კონფერენციებზე  ნახევარი სამინისტროების დასწრება  და სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ ასეთ შემთხვევებს ვაწყდებით და კდიევ ბევრი ხარჯი, რომელიც შეიძლება, რომ საერთოდ   ყველანაირი მტკივნეული გადაწყვეტილებების გარეშე  მივიღოთ და სხვათაშორის იმის გარეშეც, რომ ჩვენ პროპორციულად 10% ადამიანები შევამციროთ. რა თქმა უნდა, ზოგიერთ ნაწილში მოგვიწევს შტატების ოპტიმიზაციაც, იქ სადაც ფუნქციონალურ რეფორმებთან გვაქვს საქმე და ეს ამის გარეშე შეუძლებელია, მაგრამ თუ ვინმე შეეხო ბავშვების რაციონს, მიიღეთ ყველაზე მკაცრი გადაწყვეტილება, რადგან ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი გადაწყვეტილება. ჩვენ არაფერი სამაგისო არ გვჭირს. გვაქვს საკმარისი რეზერვი იმისათვის, რომ დავაფინანსოთ ის ძალიან გაზრდილი მოთხოვნები ჩვენი განვითარების, რაც გამოდის ჩვენი ამბიციური განვითარების გეგმებიდან. არავითარ შემთხვევაში ბავშვების კვების რაციონის ხარჯზე, შესაძლოა არც არის ეს ინფორმაცია სიმართლე, მაგრამ ვინაიდან მედიაში არის გასული ინფორმაცია, ვალდებული ვარ,  საჯაროდ გავაკეთო რეაგირება“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics