07:54 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-09 15:25:09, 1706 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
პრემიერი: ბაღებში, სავარაუდოდ, კვების რაციონის შემცირების გადაწყვეტილების მიმღები, მინდა რომ თანამდებობაზე აღარ იყოს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახცმადაც, თელავის საბავშვო ბაღების სისტემაში კვების რაციონიდან მნიშვნელოვანი საკვები სახეობები ამოიღეს.

კვირიკაშვილის თქმით,  ინფორმაცია ჯერ არ გადაუმოწმებიათ, თუმცა თუ დადასტურდა,  ეს დანაშაულებრივი ქმედებაა. პრემიერის ბრძანებით, ჩინოვნიკმა, რომელმაც სავარაუდოდ,  აღნიშნული  გადაწყვეტილება მიიღო, თანამდებობა უნდა დატოვოს:

„მინდა, შევეხო ერთ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხს. არვიცი, გადამოწმებული არ გვაქვს ეს ფაქტი, ცოტა ხნის წინ გავრცელდა თელავის საბავშვო ბაღების სისტემაში კვების რაციონთან დაკავშირებული საკითხი, ინფორმაციის თანახმად, რაციონის გადახედვა მოხდა და ამოღებულია  მნიშვნელოვანი საკვები სახეობები რაციონიდან. ეს არის ალბათ, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საქმე, მაგრამ მინდა, ჯანდაცვის მინისტრს ვთხოვო და ასევე განათლების მინისტრს, ჩაერიოთ ამ საკითხში. მინდა გავნაცხადო, აბსოლუტური სერიოზულობით, არვიცი, რომელ  ჩინოვნიკს მოუვიდა თავში, თუ ასეთი რამ რეალობაა, ამ გადაწყვეტილების მიღება. თუ ასეთი ჩინოვნიკი ბუნებაში არსებობს, მინდა, რომ ის აღარ იყოს  ხვალ ამ თანამდებობაზე, სადაც ეს გადაწყვეტილება მიიღო. თუ ვინმემ ადმინისტრაციული ხაერჯების ოპტიმიზაცია გაიგო ისე, რომ საბავშვო ბაღებში ბავშვებს რაციონი უნდა შევუმციროთ, ეს დანაშაულებრივი გადაწყვეტილებაა.  ჩვენ გვაქვს უამრავი რესურსი ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების. არ არის აუცილებელი მეაათე  ხარისხოვან კონფერენციებზე  ნახევარი სამინისტროების დასწრება  და სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ ასეთ შემთხვევებს ვაწყდებით “,-განაცხადა გიორგი კვირკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics