საია: საჯარო მოხელეებს, ბაღის პედაგოგებს მისცეს მითითება, საარჩევნო სუბიექტის ნომერი ოთხკუთხედი ფორმით შემოხაზონ
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, ორგანიზაციის მონიტორებისათვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, თბილისსა და რეგიონებში საბავშვო ბაღის აღმზრდელებს, სკოლების პედაგოგებსა და საჯარო მოხელეებს მიცემული აქვთ მითითება, რომ ხვალ კენჭისყრის უბანში მისვლისას და მათ მიერ არჩევანის გაკეთებისას ბიულეტენში არჩევანი განსხვავებული ფორმით დააფიქსირონ.