|
2017-01-27 13:12:16, 1935 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
რატიანი „გაზპრომზე“: ვიცით, რომ ქვეყანა სერიოზულად დაზარალდა, მაგრამ რა მასშტაბით, არავინ იცის
საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, სერგო რატიანის განცხადებით, „გაზპრომის“ ხელშეკრულებაში ჩადებული პირობები ბუნდოვანია. რატიანი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ საკითხზე ნდობის ჯგუფი უნდა შეიქმნას. ,,ვერავინ არკვევს ვინ გააფორმა ,,გაზპრომთან’’ ხელშეკრულება და რა არის მასში ჩადებული. სწორედ ამიტომ უნდა შეიქმნას ნდობის ჯგუფი, რომელიც ნახავს ვინ გააფორმა აღნიშნული ხელშეკრულება და გაირკვევა რამხელა ზიანი მიადგა ქვეყანას. ვიცით, რომ ჩვენი ქვეყანა სერიოზულად დაზარალდა, მაგრამ რა მასშტაბით არავინ იცის. საპარლამენტო ნდობის ჯგუფის შექმნის შემდეგ გვექნება საშუალება ვნახოთ რა ხდება ამ მიმართულებით“, - აცხადებს რატიანი. დეპუტატი გაზპრომის თემაზე გია ჟორჟოლიანის კომენტრასაც გამოეხმაურა, რომელიც ამბობ, რომ საპარლამენტო უმცირესობას არ ენდობა და შესაბამისად არც ნდობის ჯგუფის ჩამოყალიბებას უჭერს მხარს. ,,პარლამენტის წევრებს ნდობის მანდატს მოსახლეობა აძლევს და არა გია ჟორჟოლიანი ან უმრავლესობის სხვა რომელიმე წევრი, შესაბამისად, პარლამენტის ვალდებულებაა ხელისუფლების ნებისმიერ მოქმედებას და გადაწყვეტილებას ზედამხედველობა გაუწიოს“, - განაცხადა სერგო რატიანმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)